აქტივობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეგისტრის შესაქმნელად

Capacity-Building of Cultural Heritage Professionals Goethe-Institut

სფეროს პროფესიონალების ვორქშოპები/კონფერენციები თბილისსა დ ბათუმში

თბილისი, ოქტომბერი 2022; ბათუმი, მაისი 2023

გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით თბილისსა და ბათუმში ჩატარებული ვორქშოპები და კონფერენციები მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის და მოლდოვის რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის პროფესიონალების  შეკრებას ადრეული ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსის პერიოდის ძეგლების რეგისტრის შემუშავებაზე, რომელიც მოიცავს სამხრეთ კავკასიას. რეგისტრის პროტოტიპზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტის ევრაზიის დეპარტამენტის (პროფ. დოქტ. სვენდ ჰანსენი) ხელმძღვანელობით და ძეგლთა დაცვის ბრანდენბურგის სახელმწიფო ოფისის (პროფ. დოქტ. ფრანც შოპერი) ჩართულობით. რეგისტრის პროტოტიპის წარდგენა გაიმართება მიმდინარე წელს კიშინიოვში.

გამოგვყევით