ხიდი განათლებისკენ

Studierende lernen gemeinsam © fotolia/Foto: Jacob Lund

პირდაპირი გზა გერმანიის უნივერსიტეტებისკენ


გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება განათლების მაღალი ხარისხისა და სამომავლოდ წარმატებული კარიერის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. საგანმანათლებლო პროგრამა "ხიდი განათლებისკენ" უზრუნველყოფს  გერმანიაში პარტნიორ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას გერმანიაში მოსამზადებელი კურსის გავლის გარეშე.

სიახლეები



პროგრამა


პროგრამა "ხიდი განათლებისკენ" გერმანიაში სწავლისთვის მოსამზადებელ შემდეგ ონლაინ მოდულებს მოიცავს:

მოდული მოკლე აღწერა
*ენის კურსები (ონლაინ) გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში
სპეცკურსი ტერმინოლოგიაში (ონლაინ) ონლაინ კურსი ტექნიკურ ტერმინოლოგიაში
Moodle-ის სასწავლო პლატფორმაზაე ჩატარდება.
შეთავაზებაშია 7 სხვადასხვა მოდული (მათემატიკა, ინფორმატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, ტექნიკა და ეკონომიკა).
TestDaF-ის გამოცდის მოსამზადებელი კურსი (ონლაინ) ონლაინ კურსი TestDaF-გამოცდისთვის მოსამზადებლად (კითხვა, მოსმენა, წერა, საუბარი).
Moodle-ის სასწავლო პლატფორმაზე ჩატარდება. კურსი
წარიმართება ტრენერების მეთვალყურეობით.
TestAS-ის გამოცდის ფორმატ-ტრენინგი (ონლაინ) ონლაინ კურსი TestAS -ის გამოცდის ფორმატის, სტრუქტურის, შინაარსის, დავალებების გასაცნობად.
ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა.
კურსი წარიმართება ტუტორების მეთვალყურეობით.
გამოცდები TestDaF და TestAS TestDaF-ი არის ენის საერთაშორისო გამოცდა.
TestDaF-სერტიფიკატი მოითხოვება გერმანულ უნივერსიტეტებში ენის ცოდნის დასადასტურებლად.

TestAS-ი ცენტრალური, სტანდარტული უნარ-ჩვევების გამოცდაა, რომელიც მოსწავლის კოგნიტიურ უნარებს აფასებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად. TestAS-ი შედგება ძირითადი ნაწილისა და საგნობრივი მოდულისგან.
ინტერკულტურული ტრენინგი
"Fit für das Studium in Deutschland"
ონლაინ კურსი გერმანიის სოციალურ და სასწავლო გარემოში მოსწავლეების ადაპტაციისათვის.
ფორმატი: Moodle-ის სასწავლო პლატფორმა.
მიმდინარეობს ტუტორების მეთვალყურეობით.

* გერმანული ენის ონლაინ-კურსის საფასური არ შედის პროგრამის ჯამურ ღიერბულებაში.
**პროგრამის მონაწილეებისთვის TestDaF და TestAS გამოცდების ჩაბარება სავალდებულოა. გამოცდების საფასური პროგრამის ჯამურ თანხაში გათვალისწინებული არ არის. (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის განსაკუთრებულ მოთხოვნებს).

მოდულების წარმატებულად დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილეებს შეეძლებათ განაცხადი წარადგინონ გერმანიის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პარტნიორი უნივერსიტეტები

  •  ბოხუმის რურის უნივერსიტეტი © Ruhr-Universität Bochum

    ბოხუმის რურის უნივერსიტეტი

  • დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი © UDE/Hardy Welsch

    დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტი

  • დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტი © Roland Baege/ TU Dortmund

    დორტმუნდის ტექნიკური უნივერსიტეტი

  •  ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი © Volker Lannert

    ბონის რაინის ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტი

  • აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი © RWTH Aachen

    აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტი

  • ზიგენის უნივერსიტეტი © Universität Siegen

    ზიგენის უნივერსიტეტი

  • ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი © Europa Universität Viadrina

    ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი

  • ბაუჰაუსის უნივერსიტეტი ვაიმარში © Thomas Müller

    ბაუჰაუსის უნივერსიტეტი ვაიმარში

პროგრამის "ხიდი განათლებისკენ" პარტნიორი უნივერსიტეტები პროგრამის მონაწილეებს ფაკულტეტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობენ და ყოველწლიურად სპეციალურად მათთვის ადგილების გარკვეულ რაოდენობას გამოყოფენ. უნივერსიტეტები სტუდენტებს სთავაზობენ სამეურვეო პროგრამას, რაც უცხო სასწავლო გარემოსა და უცხო ქვეყანაშო ადაპტაციას უწყობს ხელს. პარტნიორი უნივერსიტეტები ნორდრაინ-ვესტფალენისა და ბრანდერბურგის მხარეებში მდებარეობენ.

პარტნიორი უნივერსიტეტები

კითხვები და პასუხები

მონაწილე ქვეყნები

Studienbrücke world map © Goethe-Institut


კონტაქტი

დოქტ. სიუზან რადვანი
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის
ენის განყოფილების ხელმძღვანელი
დირექტორის მოადგილე
Suzan.Radwan@goethe.de
ქეთი ტიბუა
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
განათლების სფეროში თანამშრომლობის
განყოფილების კოორდინატორი
Keti.Tibua@goethe.de

პარტნიორები


Logo Universitätsallianz Ruhr
Logo Europa-Universität Viadrina
Logo RWTH
Logo Uni Bonn
Logo Uni Siegen
Logo Bauhaus-Universität Weimar
Logo DAAD

Unterstützt durch