სარგებლობის პირობები
შინაარსი
- ხელშეკრულების ფარგლები და საგანი
- ხელშეკრულების რეგისტრაცია და დადება
- გოეთე ინსტიტუტის მომსახურება
- მომხმარებლის ვალდებულებები და ქცევის წესები
- სანქციები ვალდებულებების დარღვევისთვის, პლატფორმიდან გარიცხვა
- პლატფორმით სარგებლობის უფლების გაცემა
- გარანტია და პასუხისმგებლობა
- ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა
- პლატფორმით სარგებლობის პირობების შეცვლა
- კანონის არჩევის უფლება/სასამართლოს არჩევა
- დავის გადაწყვეტა
- ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
1. ხელშეკრულების ფარგლები და საგანი
შესაბამისი რეგისტრაციის შემდეგ ამ ვებგვერდის პერსონალიზებული ტერიტორიებით სარგებლობის შემთხვევაში, „მომხმარებელსა“ და გოეთე ინსტიტუტს, როგორც ვებგვერდის ოპერატორს, შორის ურთიერთობაში მოქმედებს წინამდებარე სარგებლობის პირობები.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ვებგვერდის, როგორც საინფორმაციო და საკომუნიკაციო პლატფორმის („მომსახურების“) უფასო სარგებლობა. ფასიანი დისტანციური სწავლების კურსები ექსკლუზიურად ექვემდებარება ზოგად წესებსა და პირობებს
2. ხელშეკრულების რეგისტრაცია და დადება
პერსონალიზებული ტერიტორიებით სარგებლობის წინაპირობაა წინასწარი რეგისტრაცია.
რეგისტრაციისას მომხმარებელმა უნდა წარადგინოს ჭეშმარიტი ინფორმაცია და შესაბამისად მოხდება მონაცემთა დაცვის დეკლარაციაზე მითითება. რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებელი იღებს ელ. ფოსტას დამადასტურებელი ბმულით. უფასო ვებგვერდით სარგებლობის ხელშეკრულება ძალაში შედის, როდესაც მომხმარებლის ანგარიში გააქტიურდება გოეთე ინსტიტუტის მიერ.
მომხმარებელს არ შეუძლია, მისცეს მესამე პირს უფლება, გამოიყენოს მისი წვდომა და, როგორც ანგარიშის მფლობელი, პასუხისმგებელია მის დაცვაზე ბოროტად გამოყენებისგან. შესაბამისად, იგი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს თავისი წვდომის მონაცემები და დაიცვას ისინი მესამე პირების წვდომისგან. დაცული სასაქონლო ნიშნების/სახელწოდებების ან სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების სახელების გამოყენება მომხმარებლის სახელებად დაუშვებელია.
3. გოეთე ინსტიტუტის მომსახურება
ამ სარგებლობის პირობების ფარგლებში, გოეთე ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, წაიკითხოს და გამოაქვეყნოს კონტენტები ვებგვერდზე და დაუკავშირდეს სხვა მომხმარებლებს. ამ მიზნით გოეთე ინსტიტუტი მომხმარებელს თავისი ტექნიკური და ეკონომიკური შესაძლებლობების ფარგლებში უსასყიდლოდ აწვდის პლატფორმას სხვადასხვა საზოგადოებრივი ფუნქციებით (ე.წ. Community-Funktionen) .
ე.წ. Community-Funktionen მიზანია, განხორციელდეს თემატური და საგნობრივი გაცვლა გოეთე ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული საგანმანათლებლო და კულტურული წინადადებების ფარგლებში. გოეთე ინსტიტუტი ახორციელებს პლატფორმის ოპერირებას მასზე დაკისრებული ამოცანების ფარგლებში. პლატფორმა არ არის განკუთვნილი აზრთა ზოგადი გაცვლისთვის, მომხმარებლის თვითგამოხატვისა ან გასართობი მიზნებისთვის.
უწყვეტი სარგებლობის შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ციფრულ პროდუქტში იმაზე მეტი, რაც აუცილებელია ხელშეკრულების შესასრულებლად, თუ
- ამის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს,
- ცვლილების შედეგად მომხმარებელს არ წარმოეშვება დამატებითი ხარჯები და
- ჩვენ გარკვევით და გასაგებად გაცნობებთ ცვლილების შესახებ.
მნიშვნელოვანი მიზეზები ამ თვალსაზრისით მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ცვლილება აუცილებელია ციფრული პროდუქტის ახალ ტექნიკურ გარემოსთან ან მომხმარებელთა გაზრდილ რაოდენობასთან ადაპტაციისთვის, ან როცა ეს აუცილებელია სხვა მნიშვნელოვანი საოპერაციო მიზეზების გამო.
თუ ცვლილება არსებითად აისახება მომხმარებლის წვდომის ან საზოგადოების ფუნქციების გამოყენებაზე, გოეთე ინსტიტუტი აცნობებს მომხმარებელს ელ. ფოსტით ცვლილებისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ გონივრულ ვადაში, სანამ ცვლილება ძალაში შევა.
4. მომხმარებლის ვალდებულებები და ქცევის წესები
თავისი რეგისტრაციის ფარგლებში, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ კითხვებზე გასცეს ყოველთვის ჭეშმარიტი, აქტუალური და სრული ინფორმაცია თავის შესახებ და არავითარ შემთხვევაში არ შეიყვანოს შეცდომაში არც გოეთე ინსტიტუტი და არც სხვა მომხმარებლები მისი ვინაობის შესახებ.
ვებგვერდზე კონტენტის გამოქვეყნებით მომხმარებელი ირწმუნება, რომ ამისთვის საჭირო ყველა უფლების მფლობელია. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ გამოაქვეყნოს ვებგვერდზე ან არ გაუგზავნოს სხვა მომხმარებლებს რაიმე, რაც ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებას ან მოქმედ კანონმდებლობას. კერძოდ, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, არ გამოაქვეყნოს ისეთი კონტენტი და არ გაუგზავნოს ისინი სხვა მომხმარებლებს:
- რომლის გამოქვეყნება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას,
- არღვევს საავტორო უფლებებს, სავაჭრო ნიშნებს ან კონკურენციის კანონს,
- არღვევს მესამე პირის მონაცემთა დაცვის უფლებებს (მაგ. პირადი შეტყობინებების გამოქვეყნება გამგზავნის თანხმობის გარეშე),
- აქვს შეურაცხმყოფელი, არასწორი, რასისტული, დისკრიმინაციული, არასრულ-წლოვანთათვის საზიანო ან პორნოგრაფიული შინაარსი,
- შეიცავს რეკლამას, მათ შორის ითვლება გრაფიკაც ან ბმულებიც ხელმოწერაში ან პოსტებში თანმხლები ტექსტის გარეშე.
გარდა ამისა, მომხმარებლებმა ყოველთვის უნდა დაიცვან ქცევის წესები ("Netiquette") და პატივისცემით მოეპყრონ ერთმანეთს, არ გამოიყენონ სერვისი სხვა მომხმარებლების ან მესამე პირის შეცდომაში შეყვანის ან მათი რეპუტაციის შელახვის მიზნით, რათა დააშინონ, შეავიწროვონ ან სხვაგვარად ზიანი მიაყენონ მის საქმიან რეპუტაციას.
დაუშვებელია ასევე იმ პოსტების გამოქვეყნება, რომლებიც არ არის დაკავშირებული იმ თემებთან, რომელსაც უშუალოდ ეძღვნება Community -ის შესაბამისი ტერიტორია ან რომელიც სხვაგვარად შესაძლოა იყოს საზიანო თემასა და თემასთან დაკავშირებული საგნობრივი გაცვლისთვის (იხ. პუნქტი 3). ეს მოიცავს, კერძოდ, ისეთი პოსტების მასობრივ გამოქვეყნებას, რომლებიც შინაარსისაგან დაცლილია ან რომლებსაც აქვს ერთი და იგივე შინაარსი („Spamming“).
თუ მომხმარებელი შეესწრო სხვა მომხმარებლის მიერ სარგებლობის ამ პირობების დარღვევას, ის ვალდებულია აცნობოს ადმინისტრატორებს შემდეგ ელ. ფოსტაზე მიწერით:
kdf@goethe.de
5. სანქციები ვალდებულებების დარღვევისთვის, პლატფორმიდან გარიცხვა
დარღვევის ან ზემოთ, მე-4 პუნქტში, მითითებული ვალდებულებების დარღვევის შესახებ გონივრული ეჭვის არსებობის შემთხვევაში (გარდა სხვა მომხმარებლების მიერ დარღვევების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისა), გოეთე ინსტიტუტს შეუძლია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მომხმარებელს დაუწესოს შემდეგი სანქციები:
- მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული კონტენტის წაშლა ან შეცვლა, თუ გოეთე ინსტიტუტის შეხედულებით, ეს წარმოადგენს ქცევის წესების დარღვევას მე-4 პუნქტის შესაბამისად,
- მომხმარებელის გაფრთხილება,
- სერვისით სარგებლობის შეზღუდვა,
- დროებით ან სამუდამოდ დაბლოკვა,
- სარგებლობის ხელშეკრულების შეუწყვეტა, მომხმარებლის ყველა მონაცემსა და კონტენტის უვადოდ და გაფრთხილების გარეშე წაშლა
თუ გამოქვეყნებული კონტენტი არღვევს მე-4 პუნქტს, გოეთე ინსტიტუტს შეუძლია დაბლოკოს იგი წინასწარი შეტყობინების გარეშე. გოეთე ინსტიტუტი აცნობებს მომხმარებელს, რათა მან შეძლოს კომენტარის გაკეთება. თუ აღმოჩნდება, რომ კონტენტი არ არღვევს მე-4 პუნქტს, გოეთე ინსტიტუტი მოხსნის ბლოკს.
გოეთე ინსტიტუტი დაბლოკავს მომხმარებლის წვდომას წინასწარი გაფრთხილების გარეშე მხოლოდ განზრახ, სისტემატური ან მსგავსი სერიოზული დარღვევების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში, საბოლოო დაბლოკვა ხდება მხოლოდ მაშინ, თუ მომხმარებელი გაფრთხილების შემდეგ განმეორებით დაარღვევს ქცევის კოდექსს.
გარდა ამისა, წვდომის დაბლოკვა თავდაპირველად მხოლოდ დროებითია და გოეთე ინსტიტუტი ასევე აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, დატოვოს კომენტარი გონივრულ ვადაში. მხოლოდ კომენტარის საფუძველზე ან ვადის გასვლის შემდეგ იღებს გოეთე ინსტიტუტი გადაწყვეტილებას წვდომის საბოლოოდ დაბლოკვის შესახებ.
მომხმარებელი ათავისუფლებს გოეთე ინსტიტუტს მესამე პირების ყველა პრეტენზიისგან, რომელსაც ისინი აკავშირებენ მომხმარებლის მიერ ზემოთ მე-4 პუნქტში მითითებული ვალდებულებების ბრალეულ დარღვევასთან (გარდა სხვა მომხმარებლების მიერ დარღვევების შესახებ შეტყობინების ვალდებულებისა). მომხმარებელი იღებს ვალდებულებას, კეთილსინდისიერად დაეხმაროს გოეთე ინსტიტუტს ინფორმაციისა და დოკუმენტების მიწოდებით ამგვარი პრეტენზიებისგან დასაცავად. მომხმარებელი ასევე ვალდებულია გაიღოს გოეთე ინსტიტუტის სამართლებრივი დაცვის აუცილებელი ხარჯები. უცვლელი რჩება გოეთე ინსტიტუტის სხვა უფლებები და მოთხოვნები ზიანის ანაზღაურების შესახებ.
6. პლატფორმით სარგებლობის უფლების გაცემა
გამოქვეყნებულ შინაარსზე საავტორო უფლებები, რამდენადაც ისინი შეიძლება დაცული იყოს საავტორო უფლებების კანონით, ეკუთვნის შესაბამის მომხმარებელს. თუმცა, goethe.de-ზე თავისი შინაარსის გამოქვეყნებით, მომხმარებელი ანიჭებს გოეთე ინსტიტუტს არაექსკლუზიურ, საყოველთაო და შეუზღუდავ უფლებას,
- გახადოს შინაარსი (ასევე თარგმნილი) ვებგვერდზე მუდმივად საჯაროდ ხელმისაწვდომი,
- მოახდინოს მასალების რეპროდუცირება და გავრცელება ბეჭდურ პუბლიკაციებში (ასევე თარგმნილი),
- ვებგვერდის ფარგლებში გადაადგილება და სხვა შინაარსებთან დაკავშირება,
- მოახდინოს მასალების რედაქტირება, კერძოდ შემოკლება, თარგმნა, მათი გადატანა ვებგვერდზე და/ან ბმული სხვა კონტენტზე, მათ შორის ვებგვერდის გარეთ,
- შეცვალოს ან ნაწილობრივ წაშალოს, თუ ეს საჭიროა, მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.
მომხმარებელს არ აქვს უფლება, წაშალოს ან შეასწოროს მის მიერ გამოქვეყნებული კონტენტი. უცვლელი რჩება ამასთან დაკავშირებით მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის დებულებები (ევროკავშირის რეგლამენტი 2016/679), საავტორო უფლებების შესახებ კანონი და მომხმარებლის ნებისმიერი კანონიერი ვალდებულება წაშლის შესახებ.
7. გარანტია და პასუხისმგებლობა
თუ ციფრული პროდუქტი ნაკლიანია, არსებობს გარანტიასთან დაკავშირებული მოთხოვნები. მომსახურების ხარვეზებთან დაკავშირებული მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა, პირველი პუნქტის შესაბამისად, ორი წელია, მაგრამ არა უადრეს ერთი წლისა ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე.
მომხმარებლის მიერ გოეთე ინსტიტუტის, მისი მმართველი ორგანოების, თანამშრომ-ლებისა და აგენტების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ ქვემოთ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. გამონაკლისია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გოეთე ინსტიტუტის მიერ გაცემული გარანტიით სიცოცხლის, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანების, პროდუქტის პასუხისმგებლობის აქტის და არსებითი/ ფუნდამენტური სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის გამო. არსებითი სახელშეკრულებო ვალდებულებები არის ის, რომლის შესრულებაც აუცილებელია ხელშეკრულების მიზნის მისაღწევად. პასუხისმგებლობის გამორიცხვა გამორიცხულია ზიანისთვის, რომელიც დაფუძნებულია მიმწოდებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან მოადგილე აგენტის მიერ მოვალეობის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დარღვევაზე.
8. ხელშეკრულების ვადა და შეწყვეტა
ეს ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით და შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს ნებისმიერი მხარის მიერ ტექსტური ფორმით (მაგ. ელ. ფოსტით).
ამ ხელშეკრულების დასრულების შემდეგ გოეთე ინსტიტუტი უფლებამოსილია, მაგრამ არა ვალდებული, წაშალოს მომხმარებლის მიერ შექმნილი და სხვა მომხმარებლებთან გაზიარებული კონტენტები. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლის ანგარიშისა და მასში შენახული არასაჯარო მონაცემების წაშლა.
მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობისას, კერძოდ მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული ან განმეორებითი დარღვევისას, შესაძლო წარუმატებელი გაფრთხილების შემდეგ, გოეთე ინსტიტუტი უფლებამოსილია დაუყონებლივ დაბლოკოს მომხმარებლის წვდომა და შეწყვიტოს ხელშეკრულება შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია ხელახლა დარეგისტრირება მხოლოდ გოეთე ინსტიტუტის წინასწარი წერილობითი თანხმობით.
9. პლატფორმით სარგებლობის პირობების შეცვლა
გოეთე ინსტიტუტი იტოვებს უფლებას, შეცვალოს სარგებლობის პირობები მიზეზების დასახელების გარეშე. გოეთე ინსტიტუტი დროულად აცნობებს მომხმარებელს ცვლილებების შესახებ შემდგომი ვიზიტის დროს და სთხოვს მომხმარებელს დაეთანხმოს შეცვლილ სარგებლობის პირობებს. თუ მომხმარებელი არ გააპროტესტებს გონივრულ ვადაში, მინიმუმ 14 დღის განმავლობაში, სარგებლობის პირობები ითვლება მიღებულად. სარგებლობის პირობების ცვლილებების შესახებ ინფორმირებისას, გოეთე ინსტიტუტი კონკრეტულად მიუთითებს, რომ თანხმობა მიცემულია, თუ მომხმარებელი არ აპროტესტებს მითითებულ ვადაში. თუ მომხმარებელი წინააღმდეგია, გოეთე ინსტიტუტს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება მე-8 პუნქტის შესაბამისად.
არქივი
10. კანონის არჩევის უფლება/სასამართლოს არჩევა
გოეთე ინსტიტუტსა და მომხმარებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობაზე ვრცელდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონი. კანონის ეს არჩევანი ვრცელდება მომხმარებლებზე მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მომხმარებელი არ არის მოკლებული იმ დაცვას, რომელიც მას მინიჭებული აქვს იმ სახელმწიფოს მომხმარებელთა დაცვის სავალდებულო რეგულაციებით, სადაც მას აქვს მისი ჩვეულებრივი საცხოვრებელი.
11. დავის გადაწყვეტა
ევროკომისია უზრუნველყოფს ონლაინ დავების გადაწყვეტის პლატფორმას (OS), რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://ec.europa.eu/consumers/odr/. მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს პლატფორმა თავიანთი დავების მოსაგვარებლად. ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ სასამართლოგარეშე საარბიტრაჟო პროცედურაში სამომხმარებლო საარბიტრაჟო საბჭოს წინაშე. კომპეტენური ორგანოა ფედერალური უნივერსალური საარბიტრაჟო საბჭო არბიტრაჟის ცენტრში e.V., Straßburger Straße 8, 77694 Kehl am Rhein, https://www.verbraucher-schlichter.de/.
12. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
მომხმარებელს კანონით აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
ახსნა-განმარტება:
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ თოთხმეტი დღის განმავლობაში უარი თქვათ ამ ხელშეკრულე-ბაზე ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით სარგებლობის ვადა თოთხმეტი დღეა ხელშეკრულების დადების დღიდან. იმისათვის, რომ ისარგებლოთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებით, თქვენ უნდა გამოგვიგზავნოთ (Goethe-Institut e. V., Oskar-von-Miller-Ring 18, 80333 Munich, ტელეფონი: +49 89 15921-0, info@goethe.de) მკაფიო განცხადება (მაგ., ფოსტით ან ელ. ფოსტით) თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმულარის თანდართული ნიმუში, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების გამოყენებისათვის საკმარისია ამ უფლებით სარგებლობის ვადის გასვლამდე გაგზავნოთ შეტყობინება ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შესაბამისი ვადის ამოწურვამდე.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგები თუ თქვენ უარს ამბობთ ამ ხელშეკრულებაზე, ჩვენ გადაგიხდით ყველა გადასახადს, რომელიც მივიღეთ თქვენგან, მიწოდების ხარჯების ჩათვლით (დამატებითი ხარჯების გამოკლებით, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ თქვენ შეარჩიეთ მიწოდების განსხვავებული ტიპი, ვიდრე შემოთავაზებული იყო ყველაზე იაფი სტანდარტული მიწოდება ჩვენს მიერ) დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს თოთხმეტი დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მივიღებთ შეტყობინებას თქვენი ამ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ. ამისათვის გამოვიყენებთ გადახდის იმავე საშუალებებს, რომლებიც თქვენ გამოიყენეთ თავდაპირველ ტრანზაქციაში, თუ რაიმე სხვა პირდაპირ არ იყო შეთანხმებული თქვენთან; არავითარ შემთხვევაში არ მოგეთხოვებათ გადასახადი ამ თანხის დაბრუნების გამო.
თუ თქვენ მოითხოვეთ სერვისების დაწყება უარის თქმის პერიოდის განმავლობაში, თქვენ უნდა გადაგვიხადოთ გონივრული თანხა, რომელიც შეესაბამება უკვე მოწოდებული სერვისების პროპორციას იმ დროისთვის, როდესაც თქვენ გვაცნობეთ უარის თქმის შესახებ ამ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მთლიან მოცულობასთან შედარებით.
(შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ფორმა ან თავად ჩამოაყალიბოთ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პოზიცია).
ხელშეკრულებაზე უარის თქმის ფორმულარის ნიმუში
(თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმა, გთხოვთ შეავსოთ ეს ფორმა და გამოაგზავნოთ უკან მისამართზე):Goethe-Institut e. V.
Oskar-von-Miller-Ring 18,
80333 München
Deutschland
info@goethe.de
მე/ჩვენ (*) უარს ვამბობ(თ) ჩემს/ჩვენს მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე შემდეგი საქონლის შესყიდვაზე (*)/შემდეგი სერვისის მიწოდებაზე (*).
______________________________________________________
______________________________________________________
შეუკვეთა (*) _____________________ (*)/მიღებული (*) _____________________
მომხმარებელ(ებ)ის სახელი
_________________________________________________
მომხმარებელ(ებ)ის მისამართი
______________________________________________
______________________________________________
______________________________________________
______________________________________________
______________________________________________
მომხმარებელ(ებ)ის ხელმოწერა (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება ქაღალდზეა შესრულებული)
_________________________________________________
თარიღი
________________________________
(*) წაშალეთ რაც არ გამოიყენება.