UMI | სამყარო. ადამიანი. ინტელექტი.

ინფორმაცია გერმანიაში უახლესი სამეცნიერო კვლევების შესახებ, ადაპტირებულია გერმანული ენის ახალგაზრდა შემსწავლელებისთვის და წარმოდგენილია როგორც ინტერაქტიული მოგზაურობის გამოფენა ხუთი ძირითადი თემით:

სამყარო | კაცობრიობის ისტორია | ტვინი | ანთროპოცენი | ხელოვნური ინტელექტი.

© Goethe-Institut
სამყარო © ბაბაკთაფრეში / ფოტო ESO (ფრაგმენტი)

სამყარო

უსასრულო სივრცეები

კოსმოსი უხსოვარი დროიდან ხიბლავს ადამიანებს. რამდენად დიდია იგი? როგორ ჩნდება? არის კი იქ სიცოცხლე?

თემასთან დაკავშირებით
კაცობრიობის ისტორია © დამიან პატკოვსკი / Unsplash

კაცობრიობის ისტორია

როგორ დაიწყო ეს ყველაფერი - „თანამედროვე ადამიანის“ გზა

კაცობრიობა წარმოიშვა აფრიკაში. იქიდან ჰომო ერექტუსი გავრცელდა ევროპასა და აზიაში 1,5 მილიონი წლის წინ. ამ წინაპრისგან წარმოიშვა ჰომო საპიენსი - ეგრეთ წოდებული თანამედროვე ადამიანი, ისევე როგორც მისი ახლო ნათესავები - ნეანდერტალელი და დენისოველი კაცი.

თემასთან დაკავშირებით
ტვინი © მაქს პლანკის სახ. ნეირობიოლოგიის ინსტიტუტი, მარტინსრიდი / ფოლკერ სტეიგერი (გამოჭრა; დამუშავებული Kocmoc-ის კომპანიის მიერ)

ტვინი

სამყარო ჩვენს თავში

სუნთქვა, საუბარი, სიარული, სიცილი, გადაწყვეტილების მიღება - ეს ყველაფერი თავიდან იწყება. ჩვენი ტვინი განსაზღვრავს აღქმას, მოქმედებებს, აზრებს და გრძნობებს და ჩვენს ხასიათსაც კი. რა ხდება, როცა გვძინავს, ვგრძნობთ, ვსწავლობთ, ვივიწყებთ?

თემასთან დაკავშირებით
ანთროპოცენი © მაიკი ს. ვალდივია / Unsplash

ანთროპოცენი

ადამიანის მიერ შექმნილი სამყარო?

ადამიანი ცვლის თავის გარემოს. დღეს ის განმსაზღვრელი ფაქტორია მთელი დედამიწის სისტემისთვის - კლიმატის ცვლილებიდან ბიომრავალფეროვნებამდე. მაგრამ არის ეს საკმარისი იმისათვის, რომ ვისაუბროთ „ადამიანის ეპოქაზე“, ანთროპოცენზე (ძვ. ბერძნული ánthropos - ადამიანი)?

თემასთან დაკავშირებით
 © მაქს პლანკის საზოგადოების ინტელექტუალური სისტემების ინსტიტუტი, შტუტგარტი და ტუბინგენი / ვოლფრამ შაიბლე

ხელოვნური ინტელექტი

მეცნიერება თუ მონაგონი?

გამოთქმა „ხელოვნური ინტელექტი“ (ხი) - ან ინგლისურად „Artificial Intelligence“ (AI) - პირველად ოფიციალურად გამოიყენეს 1955 წელს - კონფერენციასთან დაკავშირებით, სადაც, მაგალითად, წარმოდგენილი იყო პირველი პროგრამები, რომლებსაც შეეძლოთ ჭადრაკის თამაში. 40 წლის შემდეგ, Deep Blue ჭადრაკის კომპიუტერმა დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი. მაგრამ მაინც რა არის ხელოვნური ინტელექტი? როგორ ჩნდება?

თემასთან დაკავშირებით

თანამშრომლობის პარტნიორი