სწავლა და კვლევა

უმაღლეს სასწავლებელში სწავლა და კვლევა

80 მილიარდი ევრო კვლევისა და განვითარებისთვის...

სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსი

მეცნიერების კუთხით, გერმანია მსოფლიოს წამყვან ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. 400-ზე მეტ უნივერსიტეტსა და სპეციალიზებულ უმაღლეს სასწავლებელში უამრავი კვლევა წარმოებს. უნივერსიტეტების გარდა, მთავარ როლს თამაშობს ოთხი დიდი კვლევითი ორგანიზაცია:

» Fraunhofer-Gesellschaft
» Helmholtz-Gemeinschaft
» Leibniz-Gemeinschaft
» Max-Planck-Gesellschaft

ინტენსიური კვლევები გერმანული საწარმოებისთვისაც არ არის უცხო. კვლევებისა და განვითარების დიდ ნაწილს გერმანიაში ისინი აფინანსებს, ყოველწლიური 80 მილიარდი ევროდან ორ მესამედზე მეტი მათზე მოდის. ამასთან, სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება ევროკავშირის საერთაშორისო პროგრამებიც.

2,6 მილიონი სტუდენტი და 17500 სასწავლო კურსი უმაღლეს სასწავლებლებში

გერმანიაში სწავლა

გერმანიის უმაღლესი სასწავლებლები განთქმულია მთელს მსოფლიოში თავისი ხარისხითა და მრავალფეროვნებით, მათი დიპლომები საერთაშორისოდ აღიარებულია.

გერმანიის 400-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში 17 500 სასწავლო კურსზე განათლებას 2,6 მილიონი სტუდენტი იღებს. მათ სახელმწიფო აფინასნებს, ამიტომაც სწავლების საფასური ან ძალზე უმნიშვნელოა ან საერთოდ არ არის. სწავლის მსურველთა რაოდენობით, გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანაა.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურში (DAAD) გემანიაში სწავლასთან დაკავშრებით კონსულტაციის მიღება მთელი მსოფლიო მასშტაბითაა შესაძლებელი. უნივერსიტეტს აქვს სარეთაშრისო განყოფილება (ე.წ. International Office), ეს გახლავთ უცხოელ სტუდენტთა თავშეყრის მთავარი ადგილი.
» გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური

პირველი ნაბიჯი წარმატებულ კვლევისკენ...

დისერტაციის დაცვა

გერმანია საუკეთესო ჩარჩო-პირობებს გვთავაზობს სამეცნიერო კარიერის დასაწყებად. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად ორი გზა არსებობს:
ხარისხის ინდივიდუალურად დაცვის შემთხვევაში, კანდიდატი თავად პოულობს ხელმძღვანელს უმაღლეს სასწავლებელში და მისი ხელმძღვანელობით დამოუკიდებლად მუშაობს დისერტაციაზე.

ხოლო დოქტორანტურის სტრუქტურირებული პროგრამები ანგლოსაქსური PhD-სისტემის მსგავსია. ამ შემთხვევაში კანდიდატზე ხელმძღვანელთა გუნდი ზრუნავს. ისინი ჩაბმულნი არიან დისციპლინათშორის კურიკულუმში, რომლითაც სპეციალური ცოდნის გარდა სოციალური და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების მიღებაც შესაძებელია. სამუშაო ენა, როგორც წესი, ინგლისურია.

გერმანიაში ამჟამად 700-მდე სადოქტორო პროგრამაა, მაგალითად მაქს პლანკის სახელობის კვლევათა საერთაშორისო სკოლები (International Max Planck Research Schools), რომელსაც მაქს პლანკის სახელობის ინსტიტუტები უნივერსიტეტებთან და სხვა სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან ერთად გვთავაზობს.

» DAAD: დისერტაციის დაცვა გერმანიაში
» Research in Germany
» International Max Planck Research Schools

მსოფლიოს 50.000-ზე მეტი აკადემიკოსი ყოველწლიურ დაფინანსებას იღებს...

სტიპენდიები

ხელოვანები, ჟურნალისტები თუ მეცნიერები? სწავლა, პრაქტიკა თუ კვლევა? გერმანია უამრავ სტიპენდიას გვთავაზობს.

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) ყოველწიურად 120 000-მდე მეცნიერს აფინანსებს, მათგან 50 000 უცხოელს. 70 ოფისი და 450 გერმანელი ლექტორი ინდივიდუალურ კონსულტაციას გაგიწევთ.
» DAAD სტიპენდიების მონაცემთა ბაზა

გერმანიის საელჩოები და საკონსულოები ან თავად გაგიწევენ კონსულტაციას ან მიგასწავლიან სწორ საკონტაქტო პირს
» საგარეო საქმეთა სამინისტრო

94 ქვეყანაში არსებული 160 გოეთეს ინსტიტუტი გასცემს სტიპენდიას მიმართულებაში - გერმანული როგორც უცხო ენა, გვთავაზობს ყველა დონის ენის კურსებსა და გამოცდებს. გერმანული ენის ცოდნა ზრდის სტიპენდიის მიღების შანსს.
» გოეთეს ინსტიტუტი

არსებობს კიდევ უამრავი დაფინანსების წყარო. სტიპენდიებს გასცემენ ფონდები და ეკლესიები, თავად უნივერსიტეტები, ევროკავშირი, ხელოვანთა სახლები ...

1901: მსოფლიოში პირველი ნობელის პრემია გერმანიაში მიდის

მსოფლიოში ცნობილი მკვლევარები

თავისი გამოჩენილი სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომებისთვის მრავალ გერმანელ მეცნიერს ერგო ნობელის პრემია - ყველაზე მნიშვნელოვანი პრემია მეცნიერებაში. ვილჰელმ კონრად რენტგენი და ემილ ფონ ბერინგი გახლდნენ არა მარტო პირველი გერმანელები, რომლებმაც ნობელის პრემია მიიღეს, 1901 წელს ისინი გახდნენ ფიზიკისა და მედიცინის დარგში გაცემული პირველი პრემიის ლაურეატები. ამ დღიდან მოყოლებული, კიდევ 80 გერმანელი დაჯილდოვდა ამ მნიშვნელოვანი პრემიით.

» გერმანელი ნობელის პრემიის ლაურეატების სრული სია

გერმანულის შესწავლა

გერმანული თუ ინგლისური?

ვისაც გერმანიაში სწავლა სურს, გერმანულ ენას კარგად უნდა ფლობდეს. უმაღლეს სასწავლებელში მოსახვედრად, გამოცდის ჩაბარებაა საჭირო. 1700-მდე საერთაშორისო პროგრამა პირველ რიგში ინგლისურს ითხოვს, მრავალ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაშიც ინგლისურია სამუშაო ენა, მაგრამ გერმანულის ცოდნა მაინც წაგადგებათ, მხოლოდ ამგვარად შეძლებთ გერმანიის, მისი კულტურისა და ხალხის გაცნობას.

85-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, გოეთეს ინსტუტუტი გთავაზობთ გერმანული ენის კურსებს. აქ თქვენ შეგიძლიათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის აღება. ვისაც არ აქვს კურსებზე დასწრების შესაძლებლობა, შეუძლია დისტანციურად ისწავლოს გერმანული
» გოეთეს ინსტიტუტი

სპეციალურად სტუდენტებისთვის არსებობს გამოცდა TestDaF, რომლის ჩაბარებაც მსოფლიო მასშტაბით 450-მდე საგამოცდო ცენტრშია შესაძლებელი.
» TestDaf