გამოგონებები
დამზადებულია გერმანიაში
ძველთაგან გერმანია ხელმარჯვეთა და გამომგონებელთა ქვეყანა იყო. აღმოაჩინე 14 გამოგონება ჰამბურგიდან მიუნხენამდე.ჰამბურგი, 1969
პრაკტიკულად ნებისმიერ ადამიანს მუდამ თან აქვს ერთი ან რამდენიმე ჩიპიანი ბარათი. ჰამბურგელი რადიომექანიკოსი იურგენ დეთლოფი პირველია, ვისაც ინფორმაციის ბარათებზე დამახსოვრების იდეა ებადება. 1969 წელს იგი აპატენტებს ინტეგრირებულ მიკროსქემიან პლასტიკურ ბარათს.გაიგე უფრო მეტი
© pixabay.com
ჰამბურგი
ჩიპიანი ბარათი
როსტოკი (დესაუ), 1939
Heinkel He 178 გახლავთ მსოფლიოში პირველი რეაქტიული და იმდროინდელ პროპელერიანი საფრენ აპარატებზე გაცილებით სწრაფი თვითმფრინავი. ამძრავი, ე.წ. რეაქტიული ტურბინა, შეიმუშავა ფიზიკოსმა ჰანს იოახიმ პაბსტ ფონ ოჰაინმა (Hans Joachim Pabst von Ohain). დღესდღეობით რეაქტიულ თვითმფრინავებს მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად ხუთ მილიარდზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.
© „Ohain USAF He 178 page61“
როსტოკი
რეაქტიული ამძრავი
ბერლინი, 1935
1935 წელს ახალგაზრდა ინჟინერ-მშენებელი კონრად ცუზე (Konrad Zuse) ბერლინში, მშობლების სახლში იწყებს დაპროგრამებადი გამომთვლელი მანქანის აწყობას. მხოლოდ მესამე მცდელობა - Z3 გამოდის გამართულად ფუნქციონირებადი და კარადა-კედლის ზომის მანქანა მსოფლიოში პირველი კომპუტერი ხდება.გაიგე უფრო მეტი
© CC BY-SA 3.0
ბერლინი
კომპიუტერი
ლაიპციგი, 1650
1605 წელს იმდროინდელ გერმანიის სტრასბურგში გამოდის მსოფლიოში პირველი ყოველკვირეული გაზეთი - „Relation“. მალევე ყველგან ჩნდება ახალი გაზეთები, ვინაიდან ევროპა ოცდაათწლიან ომშია გახვეული და ყველას სურს, სწრაფად შეიტყოს, რა ხდება შორეულ ქვეყნებში. 1650 წლის 1 ივლისს ლაიპციგელი ტიპოგრაფი ტიმოთეუს რიტცში (Timotheus Ritzsch) მეფისგან იღებს ნებართვას გაზეთზე, რომელიც კვირაში ექვსჯერ გამოდის. მისი „Einkommende Zeitungen) მსოფლიოში პირველ ყოველდღიურ გაზეთად მიიჩნევა.
© Stiftung Saarländischer Kulturbesitz / Sammlung Deutsches Zeitungsmuseum
ლაიპციგი
პირველი ყოველდღიური გაზეთი
ვუპერტალ -ელბერფელდი, 1897
1897 წლის 10 აგვისტოს ქიმიკოსი ფელიქს ჰოფმანი (Felix Hoffmann) პირველად ამზადებს ფირმა ‘ბავარიის’ ლაბორატორიაში აცეტილსალიცილის მჟავას (ASS). ახალი მედიკამენტი სახელწოდებით - ‘ასპირინი’ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სამკურნალო საშუალებად იქცევა. ყოველწლიურად 50 000 ტონაზე მეტი ASS იწარმოება, რაც, ტაბლეტის ფორმით, დედამიწიდან მთვარემდე და უკანა მანძილს შეესაბამება!გაიგე უფრო მეტი
© picture alliance/akg
ვუპერტალ
ასპირინი
ბონი - ბად გოდესბერგი, 1915
1915 წლის მიდამოებში კაფე ‘აგნერს’ ხშირად სტუმრობენ სტუდენტები; აქ მოდური დესერტით - ნაღებიანი ალუბლებით გიმასპინძლდებიან. და აი, შვაბიელ კონდიტორს იოზეფ კელერს (Josef Keller) გენიალური აზრდი ებადება. ‘ტკბილ კონდიტერად’ წოდებული კელერი მარტივი დესერტისგან ნამდვილ დელიკატესს ქმნის. ნაღებიან ალუბალს ცომისგან უმზადებს ძირს, ზემოდან აყრის წვრილად დაჭირილ შოკოლადს და ამ ყველაფერს შვარცვალდური ალუბლის ნაყენით სრულყოფს. მისი ქმნილება სახელწოდებით - შვარცვალდური ალუბლის ტორტი მთელს მსოფლიოში გაითქვამს სახელს.
© pixabay.com
ბონი
შვარცვალდური ალუბლის ტორტი
გეტინგენი, 1999
1999 წელს გეტინგენში შტეფან ჰელი (Stefan Hell) ქმნის STED მიკროსკოპს. ახალი ტექნიკა შესაძლებელს ხდის, ცოცხალ უჯრედებსა და ქსოვილებში ისეთ სტრუქტურებზე დაკვირვებას, რომელთა ზომა მხოლოდ რამდენიმე ნანომეტრია. ამ გამოგონებისთვის 2014 წელს იგი ნობელის პრემიით ჯილდოვდება.გაიგე უფრო მეტი
ვიდეო: შტეფან ჰელი (Stefan Hell), STED მიკროსკოპი
გეტინგენი
STED მიკროსკოპი
მანჰაიმი, 1886
პირველი „თანამედროვე“ ავტომობილი სამთვლიანია. 1886 წლის 29 იანვარს კარლ ბენცი (Carl Benz) თავის ძრავიან მანქანას აპატენტებს. პირველად შორ მანძილზე ამ მანქანით მისი მეუღლე -ბერტა მგზავრობს; 1888 წლის აგვისტოს დასაწყისში იგი ორივე ვაჟიშვილთან ერთად 100 კილომეტრზე მეტს გაივლის მანჰაიმიდან პფორცჰაიმამდე და უკან. ბენზინს გზად აფთიაქებში ყიდულობს.გაიგე უფრო მეტი
© Mercedes-Benz Classic
მანჰაიმი
ავტომობილი
მაინცი, დაახლოებით 1450 წ.
იოჰანეს გენზფლაიში (Johannes Gensfleisch), გუტენბერგად წოდებული, თანამედროვე სტამბისა და საბეჭდი დაზგის გამომგონებლად მიიჩნევა. მისი გამოგონება 1450 წლიდან ევროპაში ნამდვილ მედიარევოლუციას იწვევს, ვინაიდან ახალი მეთოდები წიგნების მასიური პროდუცირების საშუალებას იძლევა. წიგნის ბეჭედვა მეორე ათასწლეულის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოგონებად მიიჩნევა, იგი ცვლის რენესანსული ეპოქის საზოგადოებას, მეცნიერებასა და პოლიტიკას.
© ვიკიპედია
მაინცი
წიგნის ბეჭდვა
ვალდახტალ-ტუმლინგენი, 1958
სწავლული ზეინკალი და მეწარმე არტურ ფიშერი (Artur Fischer) 1100-ზე მეტი პატენტით გერმანიის ყველაზე წარმატებული გამომგონებელია. მისი ყველაზე ცნობილი გამოგონებაა S-დუბელი, რომელიც, წინამორბედი სისტემებისგან განსხვავებით, უფრო მარტივი, სწრაფი და სტაბილურია და მსოფლიო წარმატებასაც აღწევს.
© picture-alliance/ dpa
ვალდახტალ
S-დუბელი
ჰერცოგენაურახი, 1925
ადი დასლერს (Adi Dassler) ერთი მისია აქვს: მისი სურვილია ოპტიმალური ფეხსაცმელი სპორტის ნებისმიერი სახეობისთვის. უკვე 1928 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ამსტერდამში ათლეტები მის სახელოსნოში შეკერილი სპეციალური ფეხსაცმლით გამოდიან; 1936 წელს ათლეტი ჯესი ოუენსი დასლერის ფეხსაცმელით ბერლინში ოთხ ოქროს მედალს იგებს. დიდი გარღვევა კი 1954 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ თამაშს უკავშირდება: გერმანია იმარჯვებს დაუმარცხებელ უნგრეთთან და დასლერის მიერ გამოგონებული ცვლადწვეტებიანი ფეხსაცმელი სახელწოდებით ADIDAS მსოფლიო სახელს იხვეჭს.
© adidas Group
ჰერცოგენაურახი
წვეტებიანი ფეხსაცმელი
ვიურცბურგი, 1895
როგორც ყველა იმდროინდელი ფიზიკოსი, ფიზიკის პროფესორი და უნივერსიტეტის რექტორი ვილჰელმ კონრად რენტგენიც (Wilhelm Conrad Röntgen) ატარებს თავის ლაბორატორიაში ექსპერიმენტებს ე.წ. კათოდურ სხივებზე. 1895 წლის 8 ნოემბერს იგი აღმოაჩენს ახლებურ გამოსხივებას, რომლის განუზომელი მნიშვნელობაც მედიცინისთვის მალევე გამოიკვეთება: პირველად ხდება შესაძლებელი ადამიანის სხეულში ჩახედვა მის დაუზიანებლად.გაიგე უფრო მეტი
© pixabay.com
ვიურცბურგი
რენტგენის სხივები
აუგსბურგი, 1897
1893 წელს რუდოლფ დიზელი (Rudolf Diesel) აპატენტებს ახლებური ტიპის ძრავას, თუმცა მხოლოდ 1897 წელს ახერხებს აუგსბურგის მანქანათსაშენი ქარხნის (მოგვიანებით -MAN) ინჟინრებთან ერთად ფუნქციონირებადი მოდელის აწყობას. დღესდღეობით დიზელის ძრავა მიიჩნევა საიმედო და გამძლე ამძრავად პირველ რიგში ხომალდებისთვის, ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის.
© pixabay.com
აუგსბურგი
დიზელის ძრავა
მიუნხენი, 1810
„ოქტობერფესტი“ ალბათ ყველაზე ცნობილი მიუნხენური „გამოგონებაა.“ 1810 წელს კრონპრინც ლუდვიგის ქორწილის აღსანიშნავად მოწყობილი დოღიდან დღეს უკვე მსოფლიოს უდიდეს სახალხო ზეიმად ჩამოყალიბდა, რომელსაც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.მაგრამ, მიუნხენს მეცნიერებაშიც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია: 15 უნივერსიტეტით, აკადემიებითა და უმაღლესი სასწავლებლებით, მაქს-პლანკის სახელობის 11 ინსტიტუტით, ფრაუნჰოფერის სახელობის სამი ინსტიტუტით, ლაიბნიცის სახელობის ოთხი დაწესებულებითა და ნოიჰერბერგის ჰელმჰოლტცის სახელობის ცენტრით მიუნხენსა და მის შემოგარენში სწავლა-განათლებისა და სამეცნიერო კვლევის საქმე შესანიშნავადაა დაყენებული.
© picture alliance/Ruth Botzenhardt
მიუნხენი
ოქტობერფესტი