კონცეფცია და იდეა

„გერმანია - გამომგონებლების ქვეყანა“

იქნება ეს ავტომობილი, ტელევიზორი თუ კომპიუტერი - გერმანული გამოგონებები სამყაროს ცვლის



პატენტების რაოდენობით გერმანია ამჟამად ტოპ-სამეულშია და მეცნიერებასა და კვლევაში დასაქმებულთა სტაბილურად მზარდ რაოდენობას აფიქსირებს, რაც ინოვაციურ ქვეყანაში ინოვაციური მომავლის საკმაოდ კარგ პერსექტივას ნიშნავს იმ უცხოელი ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გერმანიაში სწავლითა თუ კვლევებით.

ფრაუნჰოფერის საზოგადოებასა და მაქს-პლანკის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, „გამომგონებელთა ქვეყანა გერმანიას“ გოეთეს ინსტიტუტი საკუთარ გამოფენას უძღვნის.

ძირითადი იდეა
„გერმანია - გამომგონებლების ქვეყანა“ თემატურად ახარისხებს მსოფლიო მნიშვნელობის გერმანულ გამოგონებებს საბუნებისმეტყველო დისციპლინებში. ფოკუსირება ხდება როგორც ისტორიულ აღმოჩენებზე, ასევე პერსპექტიულ ინოვაციებზე, თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს გერმანული სამეცნიერო-კვლევითი კომპლექსის მიმოხილვაც.

სტრუქტურა
ცნობილი ადამიანების კურიოზული გამონათქვამები წინ უძღვის შვიდ თემატურ სფეროს. ესენია: ინფორმატიკა, ენერგია, მობილურობა, კომუნიკაცია, მედიცინა, ოპტიკა და მასალა. თითოეული სფერო მოიცავს საკუთარ ფოტო-ტექსტურ ეკრანზე განმარტებულ და თვალსაჩინოებისთვის დასურათებულ ხუთიდან ექვსამდე ექსპონატს. ინტერაქტიული ელემენტები დამთვალიერებელს მონაწილეობისადმი უბიძგებს. ყოველივე ეს განვრცობილია ფილმებითა და აუდიოგაჩერებებით. შუა ნაწილში სტუმარს მიეწოდება ინფორმაცია გერმანიაში სწავლასა და კვლევით საქმიანობაზე.

გამოფენის ტურნე
„გერმანია - გამომგონებლების ქვეყანა“- რამდენიმე წელიწადია მოგზაური გამოფენის სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო გოეთეს ინსტიტუტებში. მისი მიზნობრივი აუდიტორია, პირველ რიგში, 15-დან 25 წლამდე ასაკის მოწავლე ახალგაზრდებია. გამოფენა ორენოვანია: გერმანულ და ადგილობრივ ენაზე.
მონაწილეები
პროექტის ხელმძღვანელობა / კოორდინაცია
გოეთეს ინსტიტუტი / ზიგრიდ საველსბერგი
www.goethe.de

პარტნიორები სამეცნიერო თანამშრომლობაში / კონსულტირება
მაქს პლანკის საზოგადოება / დოქტორი ანდრეა ვეგენერი
ww.mpg.de
ფრაუნჰოფერის საზოგადოება / პეტრა მაინერსი
www.fraunhofer.de

გამოფენის კონცეპცია / გაფორმება
krafthaus, das Atelier von facts and fiction

სამხატვრო ხელმძღვანელობა
krafthaus / პატრიცია ვიდრიტცკი

გრაფიკა
krafthaus / ანა გემეკე

ექსპონატის გაფორმება და კომპოზიცია
designatics / მიხაელ კინტცლერი

ვებდიზაინი
<i-D> internet + Design GmbH & Co. KG

კო-დიზაინი, განხორციელება
eskima design und allesweisz



მადლობას ვუხდით თანადგომისთვის ყველას, ვინც შემოთავაზებებით, ფოტოებით, ფილმებითა და ექსპონატებით წვლილი შეიტანა გამოფენის წარმატებაში.