Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

Insectum K.

Mann auf dem Tisch

პერფორმანსი

PULSAR / იან კომარეკი და ჰონზა მალიკი
 

ერთი კაცის ცეკვა, ერთი მაგიდა, ერთი სკამი, ერთი განათება და ერთი ხმა.
ერთი ნათურით განათებული ნახევრად შიშველი სხეული მაგიდის ზედაპირს ეხება, გარშემორტყმული "უცნობი სამყაროთი", ფრენსის ბეკონის ხატების სიმწვავითა და აქტუალურობით, სამყაროში ადამიანის ფუნდამენტურ პოზიციაზე გველაპარაკება: მოწყვლადობა, წარმავლობა, მისი ყოფიერების განუჭვრეტელობა...

რეჟისორი და დიზაინი: იან კომარეკი
დადგმა და შესრულება: ჰონზა მალიკი
ტექნიკური მხარდაჭერა: ლუკაშ ბენდა
მხარდამჭერი: ჩეხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩეხეთის ცენტრები 

დასწრება თავისუფალია!

დრო: 14 მაისი, 19 საათი
ადგილი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
მისამართი: მ. ზანდუკელის ქ. 16

იან კომარეკი - რეჟისორი, განათების დიზაინერი, კომპოზიტორი, მუსიკოსი და ხელოვნების ფოტოგრაფი 
სწავლობდა პრაღის ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის აკადემიაში (UMPRUM) სარეკლამო გრაფიკის სპეციალობით. თავდაპირველად მუშაობდა შეგირდად თოჯინების თეატრში DRAK, ჰრადეც კრალოვეში. 1980-იან წლებში ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, სადაც დააარსა თოჯინების თეატრი MIMO და დგამდა ორიგინალურ შოუებს, რომელშიც მონაწილეობდა როგორც მარიონეტი და ჯამბაზი. შემდეგ გადავიდა ტორონტოში, კანადაში, სადაც დააარსა SOUND IMAGE THEATER. იან კომარეკ მიღებული აქვს დორა-მავორ-მურის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის, განათების დიზაინისთვის და მუსიკისთვის. ტორონტოში და მონრეალში მუშაობდა განათების დიზაინერად სხვა ანსამბლებისთვისაც. 1989 წელს დაბრუნდა ჩეხოსლოვაკიაში გასტროლებზე სპექტაკლით Muzika. როგორც ქორეოგრაფმა პერფორმანსისთვის Das Martyrium მიიღო ჯილდო საუკეთესო დადგმისთვის. 2000 წლიდან ცხოვრობს და მუშაობს პრაღაში.

ჰონზა მალიკი - მოცეკვავე, მასწავლებელი, ქორეოგრაფი, პროგრამის დრამატურგი, ცეკვის კურატორი და თანამედროვე ცეკვის პროექტების პროდიუსერი
ოც წელზე მეტია, რაც თავისუფალ ხელოვანად მუშაობს. დაამთავრა დუნკანის ცენტრის კონსერვატორია (1999). მას აქვს პრაღის სახელმწიფო ოპერასთან მუშობის გამოცდილება, ჩართული იყო ავსტრიულ Laroque Dance Comp.-ში, თანამშრომლობდა მცირე თეატრთან და ძმები ფორმანის თეატრთან. ის ასევე იყო ანსამბლ NANOHACH-ის (2004-2016) თანადამფუძნებელი, სადაც იყო მხატვრული ხელმძღვანელი და ოცდაათზე მეტი სპეკტაკლი განახორციელა. როგორც მრავალი თანამედროვე საცეკვაო პროექტის ინიციატორი, თავისი კოლეგების დახმარებით მოამზადა ათობით სპექტაკლი და Let's Talk on Dance (Mluvme o tanci) დებატების სერია.

15 წლის განმავლობაში მუშაობდა მიხალ ზაჰორას შემოქმედებაზე; 2017 წლიდან არის PULSAR ჯგუფის წარმომადგენელი, სადაც შემოქმედებითი საქმიანობის გარდა, ხელს უწყობს ამ სფეროში სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების  ჩატარებას, ისეთი, როგორიცაა ე.წ. როუდ შოუს სერია  „ქორეოგრაფი რინგზე“, ინტერდისციპლინარული კონფერენცია „ხელოვანის როლი დღეს“, პროექტი „ინოვაცია და ხელოვნება - აბსოლუტურად მიუღებელია! ნაწილი I. და II“., ექსპერიმენტი ცეკვით „პროვოცირება“ და თანამშრომლობა ბელარუს ხელოვანთან, ალენა ივანუშენკოსთან.

2007 წლიდან მუშაობს დუნკანის ცენტრის კონსერვატორიაში (საგნები: ხალხური ცეკვა, როგორც შემოქმედების წყარო, მეთოდოლოგია და დიდაქტიკა, სამხატვრო საბჭოს წევრი, სკოლის საბჭოს წევრი, სამხატვრო კოორდინატორი). კითხულობს ლექციებს მოცეკვავეებისა და მასწავლებლებისთვის უამრავ საგანმანათლებლო სემინარზე და არის ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგიონალური და ეროვნული საცეკვაო შოუების რეგულარული მსაჯი. 2017 წლიდან არის ბრატისლავას NU DANCE ცეკვის ფესტივალის დრამატურგი და ხელოვნების მხარდაჭერის ფონდის კომისიის წევრი, ასევე 1-ელი სლოვაკური ცეკვის პლატფორმის დრამატურგიული საბჭოს ერთ-ერთი წევრი (2021).