საბიბლიოთეკო მასალების სახლში გატანა შესაძლებელია ბიბლიოთეკის ბარათით. მისი მისაღებად საჭიროა:
- აქტუალური პირადობის მოწმობა ან პასპორტი
- თქვენი საკონტაქტო მონაცემების გამოგზავნა (მისამართი, ელ.-ფოსტა, ტელეფონის ნომერი)
- ბიბლიოთეკის საწევრო გადასახადის (25 ლარი) გოეთეს ინსტიტუტის ანგარიშზე ჩარიცხვა.
ბავშვებსა და მოზარდებსაც შეუძლიათ ბიბლიოთეკის ბარათის აღება. ამისათვის ზემოხსენებულ პირობებს დაემატება მშობლის (ან მეურვის) წერილი იმის შესახებ, რომ ის იქნება ბავშვისთვის პასუხისმგებელი პირი ბიბლიოთეკით სარგებლობის ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში.
ბიბლიოთეკის ბარათი გაიცემა ერთი წლით და შეიძლება მისი ახალი ვადით გაგრძელება ან ბარათის ხელახლა გამოწერა.
გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლები, ასევე პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა გერმანული სამკითხველო დარბაზები, ენისა და საინფორმაციო ცენტრები გერმანულენოვანი ფონდებით, თავისუფლდებიან საწევრო გადასახადისგან.
ბიბლიოთეკის მკითხველად დარეგისტრირებისთვის, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმულარი. იქ მითებული პირადი მონაცემები საჭიროა მკითხველის ბარათის მოსამზადებლად, ხოლო საკონტაქტო ელ.-მისამართი - ჩვენგან გოეთეს ინსტიტუტის საბანკო მონაცემების მისღებად. ფორმულარის შევსებიდან სამი დღის განმავლობაში, გთხოვთ, მობრძანდეთ ბიბლიოთეკაში, რეგისტრაციის დასასრულებლად და ბარათის მისაღებად. ბიბლიოთეკის თანამშრომლები მზად არიან გაგიწიონ კონსულტაცია მაშინაც, თუ პირდაპირ ბიბლიოთეკაში მობრძანდებით..
გთხოვთ ბიბლიოთეკაში მკითხველად დარეგისტრირებამდე გაეცნოთ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს.
ფორმულარი