მათიას მიულერი – REVISITATIONS
Chrostoph Girardet&Matthias Müller "Hilde", 2006
1980-იანი წლების ბოლოდან მათიას მიულერმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გერმანიის ექსპერიმენტულ კინოში, იქნებოდა ეს საკუთარი ნამუშევრებით თუ თანაავტორ კრისტოფ ჟირარდესთან თანამშრომლობით, რომელიც 1999 წლიდან იწყება. ამ ნამუშევრების საფუძველია "Found Footage“-ის კვლევა-ძიება, რომელთაგან ზოგი შემთხვევით იქნა მიკვლეული, ზოგი კი დეტალურად შესწავლილი და მოპოვებული. ამ კადრების წყაროები მრავალფეროვანია, დაწყებული ჰოლივუდის ფილმებიდან home movies-მდე, ვიდეომასალების საფონდო სააგენტოებიდან კერძო ჩატის ვიდეოჩანაწერებამდე.
ხუთდღიანი სემინარის ფარგლებში გამართულ საჯარო ჩვენებაზე მათიას მიულერი წარმოადგენს დე- და რეკონტექსტუალიზაციის თავის მხატვრულ პრაქტიკას მრავალი ფილმის მაგალითზე. სემინარის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება, ასევე, სხვა ხელოვანების ფილმები, რომლებიც ერთგვარად მისი შთაგონების წყაროდ იქცნენ.
სტუდენტების მიერ მომზადებული ექსპერიმენტული ფილმების დასკვნით პრეზენტაციაზე მიულერი თავს წარმოაჩენს როგორც მასწავლებელი, რომელიც 21 წელია მუშაობს ექსპერიმენტული ფილმების პროფესორად კელნის მედია ხელოვნების აკადემიაში.
ეს შეხვედრები იქნება მათიას მიულერის შემოქმედების პირველი პრეზენტაცია საქართველოში.
სემინარზე ნაჩვენები ფილმები: Home Stories“ (1990), „Vacancy“ (1998), „Phoenix Tapes“ (1999), „Manual“ (2002), „Kristall“ (2006), „Contre-jour“ (2009), „Cut“ (2013), „Meteor“ (2011), „personne“ (2016), „Screen“ (2018), „Misty Picture“ (2021), „No Animal“ (2022) და ა.შ.
სემინარის თარიღები: 30.09. - 04.10.2024,12 - 17 საათი შესვენებით
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტის დარბაზი, მ.ზანდუკელის ქ. 16
სემინარის სამუშაო ენა: ინგლისური
დასწრება თავისუფალია!
3 ოქტომბერს კინო ამირანში მათიას მიულერი მოკლემეტრაჟიანი ფილმებით „Phoenix Tapes“ და „No Animal“ წარმოადგენს თავის სადებიუტო და, ამავდროულად, ქრისტოფ ჟირარდესთან ერთად გადაღებულ პირველ საერთო ნამუშევარს. ასევე ნაჩვენები იქნება მათი შედარებით გვიანდელი ფილმი „Locomotive“.
ჩვენების შემდეგ გაიმართება მათიას მიულერთან Q&A.
პროექტის ორგანიზატორი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი და საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.
პარტნიორი: GIPA-ს აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
კინოჩვენების მხარდამჭერია: დოკუმენტური კინოს ასოციაცია (დოკა)
*მათიას მიულერი დაიბადა 1961 წელს. სწავლობდა ხელოვნებასა და გერმანულ ლიტერატურას ბილეფელდის უნივერსიტეტში, ასევე, ხელოვნებას HBK ბრაუნშვაიგში. აქვს მაგისტრის ხარისხი. იყო მოწვეული პროფესორი ი.ვ. გოეთეს უნივერსიტეტში (მაინის ფრანკფურტი) და დორტმუნდის Fachhochschule-ში. 2003 წლიდან მედიის ხელოვნების აკადემიის (KHM, კელნი) პროფესორია ექსპერიმენტული ფილმის განხრით. მიულერმა კურატორობა გაუწია ავანგარდული ფილმებისადმი მიძღვნილ მრავალ ღონისძიებას, როგორებიცაა Found Footage Film Festival (1996 და -99), ასევე, პირველი გერმანული ავტობიოგრაფიული ფილმების ფესტივალს Ich etc. (1998). მუშაობს ფილმის, ვიდეოს, ინსტალაციისა და ფოტოგრაფიის სფეროში. მისი ფილმები ნაჩვენებია მსოფლიოს წამყვან კინოფესტივალებზე, მათ შორის, კანის, ვენეციის, ბერლინის, ტორონტოს, ლოკარნოს, ობერჰაუზენის და როტერდამის ფესტივალებზე. 1999 წლიდან მისი მრავალი ნამუშევარი შესრულებულია კრისტოფ ჟირარდეტთან ერთად თანარეჟისორობით. მიულერის ნამუშევრები ინახება ისეთ კოლექციებში, როგორებიცაა: Centre Georges Pompidou (პარიზი), Museu d’Art Contemporani (ბარსელონა), Nederlands Film Museum (ამსტერდამი), Kunsthalle Bielefeld, Tate Modern (ლონდონი) და ა.შ.