ფრანც კაფკა - 100

Kafkas Augen Goethe-Institut

ფრანც კაფკას შემოქმედება რახანია მსოფლიო ლიტერატურის შედევრად ითვლება. მის მოთხრობებს, როგორიცაა „მეტამორფოზა“ და რომანის ფრაგმენტებს, „პროცესს “ თუ „ციხესიმაგრეს“ ლიტერატურის მოყვარული ყველა ადამიანი იცნობს, ხოლო სოციალურ ქსელებში ის სრულიად ახალი სამიზენე ჯგუფებისთვის ხდება საინტერესო ფიგურა, რომელთანაც ახალი თაობა თავს აიგივებს. ფრანც კაფკა, რომელიც 1924 წლის 3 ივნისს ორმოცი წლის ასაკში გარდაიცვალა, დღესაც მოდერნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან, გერმანულენოვან ავტორად ითვლება. თეატრის სცენებსა თუ დიგიტალურ სივრცეში - კაფკას მოყვარულებს 2024 წელს საკმაოდ დატვირთული პროგრამა ელის.

კაფკა ვირტუალურ რეალობაში

მოხსენება

კაფკას საუკუნე - პროცესი, რომელიც არ სრულდება

18 ივნისს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, "კაფკა - 100"-ის ფარგლებში, დასკვნითი ღონიძიება გაიმართება. მოხსენებას წაიკითხავენ სალომე ასათიანი და გიორგი მაისურაძე.

გამოფენა

შიმშილის ხელოვანი

„შიმშილის ხელოვანი“ ბაქოს გოეთეს ცენტრის მიერ შექმნილი გამოფენაა, რომლის თემა ხელოვნება და სიღარიბეა. მასში სხვადასხვა ქვეყნის თანამედროვე ხელოვანები წარმოადგენენ თავიანთ ახალ ნამუშევრებს, სადაც ახლებურად არის ნაჩვენები ხელოვნებისა და სამუშაოს ურთიერთდამოკიდებულება.

კაფკა ვირტუალურ რეალობაში

მეტამორფოზაVR

„მეტამორფოზაVR-ში კაფკას შემოქმედება წიგნის გვერდებიდან ვირტუალურ რეალობაში გადადის. აქ გმირი არა გრეგორ ზამზაა, არამედ თავად თქვენ“, გვიხსნის მიკა ჯონსონი, რეჟისორი, რომელმაც მის ახალგაზრდა სტარტაპ-გუნდთან ერთად შექმნა თემატური სივრცე „მეტამორფოზაVR". 

 

პერფორმანსი

Insectum K.

იან კომარეკის და ჰონზა მალიკის პერმორმანსი, თბილისში ჩეხეთის ცენტრის ორგანიზებით. 

გამოგვყევით