VRify: ფაქტი თუ ფიქცია?

„VRify: ფაქტი თუ ფიქცია“ ინოვაციური ვორქშოპია, რომელიც 12-დან 14 წლამდე მოზარდებს სთავაზობს მასმედიასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას ვირტუალური რეალობის დახმარებით.  

VRify © Goethe-Institut

რატომ უნდა მიიღო მონაწილეობა?

სახალისო სწავლება:
  • შეუთავსე სწავლა გართობას საინტერესო და ინტერაქციულ სასწავლო გარემოში

ღირებული უნარები:
  • ისწავლე ციფრული სამყაროს უსაფრთხოდ მართვა

შემოქმედებითი ზრდა:
  • გამოიყენე ვირტუალური რეალობის უახლოესი ტექნოლოგია ინოვაციური იდეების შემუშავებისა და გაზიარებისთვის

ადგილები შეზღუდულია - იჩქარე, რათა ამ უნიკალურ სემინარზე მოხვდე!

დარეგისტრირება სემინარზე: https://survey.goethe.de/index.php/679121
 

 

სემინარის გამორჩეული მხარეები

ხანგრძლივობა: სამი დღე (სრული დატვირთვით)

ხელმძღვანელი: ვალერი შოლცი (Facts for friends), ასევე ადგილობრივი მედიისა და ვირტუალური რეალობის ექსპერტები

გამოცდილება ვირტუალურ რეალობაში: ჩაიძირე სპეციალურად შექმნილ ვირტუალური რეალობის სამყაროში და გახდი იმ გუნდის ნაწილი, რომელიც სახალისო გამოწვევებს გაუმკლავდება. შეისწავლე, თუ როგორ შეძლებ ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის გამოვლენას.

ინტერაქტიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდი: მოკლე, ლაკონიური თეორიული ერთეულები და პრაქტიკული გამოყენება VR სესიებზე – სწავლა ასეთი საინტერესო არასდროს ყოფილა.

საკუთარი ვირტუალური რეალობის პროექტების განვითარების შესაძლებლობა: გამოიყენე შენი ცოდნა შემოქმედებითად, შეიმუშავეთ საკუთარი მინი-პროექტი ჩვენს ვირტუალური რეალობის პლატფორმაზე და წარმოადგინე იგი სემინარის ბოლო დღეს.

სერტიფიკატი: მიიღე სერტიფიკატი, რომელიც დაადასტურებს შენს კომპეტენციას მედიის ანალიტიკის დარგში.
 

გამოგვყევით