საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 30 წლისაა

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 2024 წელს 30 წლის ხდება. გულითად მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს პარტნიორს, ხელოვანსა, მეგობარსა და სხვადასხვა ორგანიზაციას ხანგრძლივი თანამშრომლობისა და ნდობისთვის.
 

Logo 30 Jahre Goethe-Institut Georgien Goethe-Institut Georgien

საქართველს გოეთეს ინსტიტუტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მისი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც თანამედროვე  ხელოვნება და კულტურა, თუ გერმანული ენა აინტერესებს. 2024 წელს ჩვენ დაარსებიდან 30 წლის იუბილეს ავღნიშნავთ. გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში 1994 წლიდან ახორციელებს მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მეშვეობითაც ის ხელს უწყობს ევროპელ და ქართველ, ისევე როგორც კავკასიელ ხელოვანთა შორის უწყვეტ დიალოგსა და კულტურულ ურთიერთთანამშრომლობას. თავისი საქმიანობით ის ამ რეგიონში აქტიურად წარმოაჩენს თანამედროვე გერმანულ და ევროპულ კულტურას, ისე როგორც თანამედროვე გერმანიის სახეს ევროპულ კონტექსტში. 
 

გამოგვყევით