პარტნიორები და სპონსორები

დღეს დიდი პროექტების შექმნა წინანდელზე უფრო მეტადაა დამოკიდებული ამ საქმიანობის მხარდამჭერ ადამიანებსა და დაწესებულებებზე. ფონდებისა და კერძო სპონსორების მიერ გაღებული დამატებითი საშუალებები ჩვენი სამუშაოსთვის ნიშნავს  საერთაშორისო დონეზე ურთიერთგაგებისათვის გამორჩეული პროექტების განხორციელებასა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. 
 
თქვენ შეგიძლიათ მხარში  ამოგვიდგეთ სპონსორის სახით. თუკი თქვენ, მაგალითად,  საგანმანათლებლო სფეროში გერმანული ენის გავრცელების საქმიანობაში გნებავთ ჩაბმა და ამ მხრივ საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების ხელშეწყობა გადაწყვიტეთ, ან თუკი მუსიკის, თეატრის,  საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამების საშუალებით კულტურათა შორის ურთიერთგაგების გაღრმავება გნებავთ, გაგვესაუბრეთ ჩვენ. ერთად შევძლებთ მრავალ  ადამიანთან  დაკავშირებასა და ხანგრძლივი მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 

კონტაქტი

გამოგვყევით