მეტამორფოზაVR
„ერთ დილას, როდესაც გრეგორ ზამზამ არეული სიზმრებიდან გაიღვიძა, საწოლში საშინელ მავნე მწერად გადაქცეული აღმოჩნდა.“
ფრანც კაფკას „მეტამორფოზას“ ადაპტაცია ვირტუალური რეალობისთვის ანუ VR-სთვის, მნახველს საშუალებას აძლევს, თავად შეიგრძნოს გრეგორ ზამზას ცხოვრება და მისი მწერად გარდაქმნა. „მეტამორფოზაVR" სწორედ იქ იწყება, როცა გრეგორ ზამზა იღვიძებს და მწერად გადაიქცევა. მნახველმა უნდა ისწავლოს ამ მონსტრი სხეულის დაუფლება.
„მეტამორფოზაVR“ პრაღის გოეთეს ინსტიტუტის ხელშეწყობით შექმნეს რეჟისორმა მიკა ჯონსონმა და პროდუსერმა შაიდ გულამირმა. VR-ინსტალაციის მონაწილეები შეიტყობენ არა მხოლოდ იმას, რომ კაფკა ავტომოპასუხის გამომგონებელია, არამედ იმასაც, რომ ის უკვე მაშინ ფიქრობდა ვირტუალურ რეალობაზე: კაფკა დიდი სიამოვნებით დადიოდა ფოტოპლასტიკურ ჩვენებებზე, ე.წ. „Kaiserpanorama/კაიზერპანორამაში“, სადაც სტერეოსკოპულ სურათებს აჩვენებდნენ. მწერალი ცდილობდა წარმოედგინა, თუ როგორ შეიძლება სივრცის ეფექტებისა და კინოს ურთიერთ შერწყმა. 2018 წლიდან მიკა ჯონსონის პროექტი „მეტამორფოზაVR“ ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობს. წელს ფრანც კაფკას, ამ მსოფლიო შედევრის ვირტუალურმა რეალობამ საქართველოშიც ჩამოაღწია.
თავგადასავალი ვირტუალური რეალობაში
თქვენ შეძლებთ ფრანც კაფკას ნოველა „მეტამორფოზა“ იხილოთ ვირტუალური რეალობის VR ტექნოლოგიით სპეციალურად ჩაბნელებულ ოთახში. მნახველი პროექტის ასისტენტისგან მიიღებს სპეციალურ VR სათვალეს და შეძლებს აირჩიოს მისთვის სასურველი ენა: გერმანული, ინგლისური ან ჩეხური. სათვალის მორგებისთანავე ის აღმოჩნდება პატარა ოთახში, სადაც დგას საწოლი, საწერი მაგიდა, კომოდი, ხოლო კედელზე სარკე კიდია. იქვე მცირე ზომის ბიბლიოთეკაა, ასევე თარო სურათებითა და ხის ფიგურით. თავიდან მხოლოდ შეფარულად - ყოველი მოძრაობისას უცნაური ტკაცუნი ისმის და ერთი საცეციც გამოჩნდება - შემდეგ კი უცებ სარკეში ჩახედვისას ხვდები, რომ შენი სხეული მწერად გადაიქცა. ასევე გესმის, რას ლაპარაკობენ ოჯახის წევრები და პროკურისტი ჩაკეტილი კარის მიღმა და როგორც ლამობენ ოთახში შემოსვლას.
VR-თავგადასავალი სულ რაღაც 4 წუთს გრძელდება, თუმცა უფრო ადრეც შეიძლება იქნას გაწყვეტილი ან დასრულებული, თუ გასაღებს იპოვით და კარს გააღებთ.
360° ვიდეოები (ინტერვიუები რაინერ შტახთან)
კაფკას ბიოგრაფი რაინერ შტახი, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული, ხუთ 4 წუთიან ინტერვიუში საუბრობს VR-ის ლიტერატურულ კონტექსტზე. ამ 360°-ვიდეობის ნახვა შესაძლებელია მობილურ ტელეფონში, სპეციალური „ჰედსეტის“ საშუალებით. თითო ვიდეო 20 წუთს გრძელდება გერმანულად, ინგლიური ან ჩეხური სუბტიტრებით.
მეტამორფოზაVR-ის სანახავად უნდა გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დრო.
გახსნა: 10.04.2024, 18:00
ხანგრძლივობა: 10. - 20.04.2024
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა, მ. ზანდუკელის ქ. 16