ბაღდათი
მუნიციპალიტეტში ფიზიკური ინფრასტრუქტურა აღინუსხა 2-თვიანი თეორიული და პრაქტიკული სამუშაოს შედეგად. ექსპერტებმა, შემუშავებული აღნუსხვის მეთოდოლოგიის სასწავლო კომპონენტთან ერთად, მუნიციპალიტეტის სამუშაო ჯგუფს მენტორობა გაუწიეს აღნუსხვის პროცესში.
შეიქმნა შენობებისა და სივრცეების სია, ინფორმაციის მოსაგროვებლად სექტორთაშორისი თანამშრომლობით ჩატარდა კვლევა ობიექტების შესახებ , შესრულდა საველე და ფოტოგადაღების სამუშაოები, მოხდა მონაცემთა ანალიზი და აღრიცხვა ელექტრონულ რუკაზე, შედეგების წარმოდგენა.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის აღნუსხვა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, აღნუსხული 50 ობიექტიდან 39% შეადგენს ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებს, 21% კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების დაწესებულებებს. Სავაჭრო ინფრასტრუქტურა მოიცავს 14%-ს, ხოლო საწარმოო და სტუმართმასპინძლობა 8%-ს. Საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებები წარმოადგენს 4%-ს.
ობიექტების 39% მოქმედია, 25% ნაწილობრივ გამოყენებული, 36% კი უფუნქციო.
აღნუსხული ნაგებობების სრული სიიდან სტრუქტურულად მდგრადია 57%, 20%-ს მსუბუქი დაზიანება აღენიშნება, ხოლო 23% ძლიერ არის დაზიანებული.
ობიექტების საკუთრების ფორმა ნაწილდება შემდეგნაირად: 41% კერძო მფლობელობა, 18% სახელმწიფო საკუთრება, 41% მუნიციპალური საკუთრება.
აღნუსხულთა შორის გამორჩეული ობიექტებია: რევაზ ლაღიძის კულტურის სახლი, დიმის კულტურის სახლი, ყოფილი ობჩის კულტურის სახლი, ყოფილი კინო ბაღდათი, ბაღდათის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმი - საგამოფენო დარბაზი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სივრცე, ვარციხის ღვინის და კონიაკის ქარხანა, ანანოვების სასახლე, ყოფილი აფთიაქის შენობა წითელხევში, ადმინისტრაციული შენობა წითელხევი.