ლურჯი დღიური - ნინო ძანძავას გამოფენა

Artwork showing two children Goethe-Institut

ნინო ძანძავას მოგონებების გამოფენა აფხაზეთს ხელოვნებისა და ხმის საშუალებით იკვლევს

თბილისი, ოქტომბერი 2023, გალერეა 4710
 

„ლურჯი დღიური“ წარმოადგენს ნამუშევრების სერიას, შესრულებულს შერეულ მედიაში, უკამერო ფოტოგრაფიული პროცესის, ხატვისა და ბეჭდვის ტექნიკის გამოყენებით. გამოფენის ავტორი, ნინო ძანძავა სოხუმიდან არის. კონცეფციის შემუშავებისა და კვლევის პროცესში მან ითანამშრომლა სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან, რომლებიც ასევე სოხუმიდან არიან. სერია ინსპირირებულია აფხაზეთში ომამდე გადაღებული სამოყვარულო ფოტოებით, რომლებიც ნინომ სოხუმში, თბილისში, ლიმბურგში, თესალონიკსა და სხვა ქალაქებში მოიძია. გამოფენაზე შესაძლებელი იყო  ხმოვანი ჩანაწერების მოსმენა ფოტოებზე ასახული მომენტების და შთაბეჭდილებების შესახებ.
 

გამოგვყევით