ფრანკფურტი, ოქტომბერი 2023
პროფესიული პროგრამა, რომელიც მომზადდა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით, მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის და მოლდოვის რესპუბლიკის ახალგაზრდა გამომცემლების წარდგენას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. მრავალფეროვან პროგრამაში წარმოდგენილი იყო აქტუალური თემები: გერმანული წიგნის ბაზრის გაცნობა, მსოფლიო წიგნის ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობები, რეგიონში არსებული საგამომცემლო გამოწვევები, ინტერრეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება რეგიონში საგამომცემლო სფეროს გაძლიერებისთვის.