თბილისი, თებერვალი 2024
პერფორმანსული ხელოვნების კვირეულის The Blue of High Zeniths ფარგლებში ჩატარდა მრავალფეროვანი პერფორმანსი და დისკუსია სამხრეთ კავკასიის, უკრაინის, ბელორუსიისა და თურქეთის ხელოვანების მონაწილეობით. კვირეულის კურატორები იყვნენ Sabrina Bellenzier და Untitled Gallery Tbilisi. ხელოვანებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაემართათ დისკუსიები თემებზე: იდენტობა, სხეული, როგორც მეხსიერება და წარმოსახვის საცავი, ახალი დისკურსების და რეგიონის უტოპიური მომავლის წარმოქმნის შესაძლებლობა. პროექტის პარტნიორები: Untitled Gallery Tbilisi, Goethe-Institut im Exil [Belarus].