- მონაწილეობის ზოგადი პირობები
ჩვენი ენის კურსები გამიზნულია მონაწილეებისათვის 8 წლიდან. ასაკობრივი ჯგუფები იყოფა: ბავშვები 8-დან 11 წლამდე, მოზარდები 12 -დან 16 წლამდე და ზრდასრულები 16 წლიდან ზემოთ.
- გადახდის პირობები
რეგისტრაცია და გადახდა ხდება მხოლოდ ონლაინ საიტზე. არსებობს მხოლოდ ერთი ვარიანტი: კურსის/გამოცდის საფასურის გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით.
- ფასები
3.1 რეგისტრაციის პერიოდში კურსის საფასური გამოქვეყნებულია კურსის ბროშურაში და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზე. სხვა საფასური გათვალისწინებული არ არის, გარდა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფების კურსებისა 2-დან 9 მონაწილემდე. სასწავლო ლიტერატურა შედის კურსის მთლიან საფასურში.
3.2 თუ კურსის მონაწილე მოითხოვს რაიმე სახის ცვლილებებს (მაგ. გაკვეთილის დროის შეცვლა ან კურსის გამოცვლა), ამ შემთხვევაში პირველი ცვლილება უფასოა. ყველა შემდგომი ცვლილებისთვის მონაწილე იხდის კურსის საფასურის 2%-ს.
- კურსიდან ამოწერა
ჩაწერის დღიდან მეორე მეცადინეობამდე საფასურის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ადმინისტრაციული მოსაკრებლის, 50 ლარის, დაქვითვით. კურსის დაწყებიდან მეორე მეცადინეობის შემდეგ საფასურის დაბრუნება შესაძლებელი აღარ არის.
თუ კურსის მონაწილეების მინიმალური რაოდენობა ვერ შეგროვდა, გოეთეს ინსტიტუტი იტოვებს კურსის გაუქმების უფლებას. ამ შემთხვევაში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დაიბრუნონ კურსის სრული საფასური. საკრედიტო ბარათით უკუგატარებისთვის ენის კურსების ბიუროს უნდა გაიგზავნოთ წერილი. საფასური 30 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დაგიბრუნდებათ.
- ჯგუფებში განაწილება/კლასში მონაწილეთა რაოდენობა/კურსის მონაწილის ვალდებულებანი
5.1 მონაწილეს, რომელსაც არ აქვს გერმანული ენის საბაზისო ცოდნა, კურსს დაიწყებს A1.1 საფეხურიდან. სტუდენტი, რომლებიც გერმანულ ენას საბაზისო დონეზე ფლობს, ტესტირების საფუძველზე მისთვის შესაბამის საფეხურზე მოხვდება.
5.2 კურსის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 18 მონაწილეს, ხოლო მინიმალური - 10-ს. თუ კურსის მონაწილეთა რაოდენობა კურსის დაწყებისას 10 მინაწილეზე ბევრად ნაკლები იქნება (4-ზე ნაკლები), ვიტოვებთ კურსის გაუქმების ან მისი დაგვიანებით დაწყების უფლებას. ამ შემთხვევაში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გადავიდნენ სხვა კურსზე ან დაიბრუნონ კურსის სრული ღირებულება. თუ კურსზე მინიმუმ 4 ადამიანის დარეგისტრირების შემთხვევაში, კურსის მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, გაიაროს ენის კურსი მცირე ჯგუფში, კურსის ღირებულების ცვლილების გარეშე. ამ შემთხვევაში საგაკვეთილო საათების რაოდენობა შემდეგნაირად განაწილდება:
კურსები A1/A2/B1:
8-9 მონაწილე: 69 საგაკვეთილო საათი
6-7 მონაწილე: 65 საგაკვეთილო საათი
4-5 მონაწილე: 52 საგაკვეთილო საათი
კურსები B2/C1:
8-9 მონაწილე: 75 საგაკვეთილო საათი
6-7 მონაწილე: 70 საგაკვეთილო საათი
4-5 მონაწილე: 65 საგაკვეთილო საათი
5.3 კურსის გამოცვლა შესაძლებელია მხოლოდ კურსის ადმინისტრაციასა და ენის კურსების ხელმძღვანელებთან შეთანხმების საფუძველზე.
5.4 კურსის მონაწილე ვალდებულია დაიცვას ინსტიტუტში მოქმედი წესები, რომელთაც კურსის დაწყების პირველ დღეს კურსის ხელმძღვანელი გააცნობს.
5.5 გაკვეთილი, რომელიც წინასწარ გადმოტანილ უნდა იქნას კურსის დასრულებამდე, ჩატარდება ზუმში. ინფორმაციას დამატებითი გაკვეთილის შესახებ წერილობით ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ პედაგოგისაგან.
ზაფხულის ტრიმესტრი არის მოკლე და ადრე სრულდება. ვადების შესახებ ინფორმაციას გაეცანით კურსის დასტურზე.
6. დასწრების სერტიფიკატი
დასწრების მონაწილეობის მოწმობის მიღება შესაძლებელია გაკვეთილზე მინიმუმ 70 პროცენტის დასწრების შემთხვევაში.
7. გოეთეს ინსტიტუტის პასუხისმგებლობა/გაუთვალისწინებელი შემთხვევები
გოეთეს ინსტიტუტისა და მის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა არ ვრცელდება მესამე პირის წინასწარი ბოროტი განზრახვისა თუ დაუდევრობის შემთხვევებზე. გოეთეს ინსტიტუტი ასევე არ აგებს პასუხს თავისი საქმიანობის განუხორციელებლობაზე გაუთვალისწინებელ შემთხვევებში (მაგ.: სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ომი, მთავრობის განკარგულებები და სხვა შემთხვევები, რომელთაც ხელშეკრულების მხარეები ვერ აკონტროლებენ).
8. პირადი მონაცემების დაცულობა
კურსის მონაწილეები თანახმანი არიან, რომ გოეთეს ინსტიტუტმა წესის მიხედვით ჩაატაროს რეგისტრაციის, ანგარიშსწორებისა და სერტიფიცირების პროცესში მათი მონაცემების ელექტრონული ჩაწერა და დამუშავება. მონაწილენი თანახმანი არიან, რომ გოეთეს ინსტიტუტიდან მიეწოდოთ ინფორმაცია.