EU4Dialogue

EU4Dialogue The Blue of High Zeniths

მულტიკომპონენტური პროექტის EU4Dialogue მიზანია სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვის რესპუბლიკაში, მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებში, განათლების და კულტურის სფეროში, დიალოგის და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, აქტივობების ხელშეწყობა. პროექტი დაიწყო 2021 წლის მაისში და დასრულდება 2025 წლის აპრილში. EU4Dialogue – Component 3: Improving Exchanges Across The Divide Through Education and Culture  კონსორციუმის ხელმძღვანელია DAAD საქართველო. გოეთეს ინსტიტუტის აქტივობების მთავარი მიზანია თანამშრომლობის გამყარება კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შორის სამხრეთ კავკასიიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და, ასევე, კონფლიქტური რეგიონებიდან.

გოეთეს ინსტიტუტის აქტივობები

გოეთეს ინსტიტუტი, მულტიკომპონენტური პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, ხელს უწყობს კულტურისა და ხელოვნების სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას ტრენინგების სახით (კულტურის მენეჯმენტის აკადემიები) და რეგიონთაშორის თანამშრომლობას სახელოვნებო რეზიდენციების სახით. პროექტის განმავლობაში გაიმართება 7 კულტურის მენეჯმენტის აკადემია  და 25-ზე მეტი სარეზიდენციო პროგრამა. გოეთეს ინსტიტუტი ნაყოფიერად თანამშრომლობს ბუქარესტისა და თბილისის ინსტიტუტებთან და, ასევე, ერევნისა და ბაქოს ცენტრებთან. გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის არქეოლოგიის ინსტიტუტთან ერთად აწყობს კონფერენციებს და სემინარებს სამხრეთ კავკასიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგისტრის შესაქმნელად.
 

რჩეული ღონისძიებები 2021-2024

პარტნიორები

  • DAAD
  • bda
  • Campus France
  • Goethe-Institut
  • National Library of Latvia
  • National Library of Latvia
  • Smashing Times

გამოგვყევით