Goethe-Institut im Exil

SENSE Festival Plakat SENSE

СЭНС. SENSE. აზრი

Goethe- Institut im Exil (გოეთეს ინსტიტუტი ემიგრაციაში) არის შეხვედრის უსაფრთხო ადგილი და სცენა კულუტურის პროფესიონალებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ვეღარ მუშაობენ.
2021 წელს ბელორუსიაში მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობისა და ცენზურის გამო, გოეთეს ინსტიტუტს მუშაობის შეწყვეტა მოუწია. სწორედ ამიტომ საქართველოში ბელორუსული კულტურული დიასპორის ზრდასთან დაკავშირებით, Goethe- Institut im Exil 23-24 მარტს გეპატიჟებათ მცირე ფესიტვალზე сэнс. sense. აზრი.

მონაწილეების შესახებ

Art Yard
ბელარუსი და ქართველი ხელოვანების პროექტი ეძღვნება თემის შექმნას ხელოვნების მეშვეობით. პროექტის მონაწილეები ქმნიან სახელოვნებო ობიექტებსა და ბაზრობებს, აწყობენ პრეზენტაციებს. მათ ასევე შექმნეს თბილისის აუდიო-სახელოვნებო ტური. გოეთეს ინსტიტუტში გამართული ორდღიანი ღონისძიებისას, Art Yard Community-ის წევრები  გაუძღვებიან ვორქშოპს "Anti-Vycinanka" კოლაჟის გამოყენებაზე და ჩაატარებენ მასტერკლასს სახელოვნებო აქსესუარების შექმნაზე.

A Place
“A Place” ქორეოგრაფიული პერფორმანსია, რომელიც იკვლევს მიგრაციას, როგორც არქაული დროიდან მოყოლებულ ადამიანურ პრაქტიკას. ის მოიცავს როგორც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის ფიზიოლოგიურ საჭიროებას, ასევე კულტურულ მოვლენათა მთელ კომპლექტს. პერფორმანსი წარმოადგენს მთავარი ქორეოგრაფიული აქტივობის დეკონსტრუქციასა და ახალ სივრცესთან ადაპტაციასაც.
ამჯერად, “A Place” გზაა და არა გაჩერება.

Slava Kaktus
დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ატმოსფერულ და ხმაურიან მუსიკას შემოგთავაზებთ.

Pyaterka და Hariton შემოქმედებითი ასოციაციიდან „Bakery”
გოეთეს ეზოში წარმოადგენენ გასართობ და რითმულ მუსიკას. ბარი 5327°
უგემრიელეს საკვებსა და სასმელებს შემოგთავაზებთ ფესტივალის პირველ დღეს.

- ანონიმური ავტორი -
ბელარუსი მოქანდაკე, რომელიც მუშაობს ტაქტილურ გრძნობებზე, გენდერის/სხეულის კომპლექსურ პერსპექტივასა და კერამიკის გამოხატულებებზე. ის ანონიმურად იღებს ღონისძიებაში მონაწილეობას არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, საკუთარი
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

პროგრამა

23 მარტი
18:00 – 20:00
ეზო - მარკეტი, live street painting, აუდიო ტურის პრეზენტაცია, ცოცხალი მუსიკა
კაფე-ვორქშოპი "Anti-Vycinanka" კოლაჟის გამოყენებაზე და მასტერკლასი სახელოვნებო აქსესუარების შექმნაზე.
დარბაზი – ანონიმური ბელარუსი მოქანდაკის და ფოტოგრაფის გამოფენა
20:00 – 21:00
დარბაზი - “A Place” ქორეოგრაფიული პერფორმანსი
21:00 – 22:00
afterparty

24 მარტი
14:00 – 20:00
დარბაზი – ანონიმური ბელარუსი მოქანდაკის და ფოტოგრაფის გამოფენა

დასწრება თავისუფალია!

ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი
მისამართი: მ. ზანდუკელის ქ. 16
 

გამოგვყევით