თუ გერმანული ენის შემსწავლელი კურსის თბილისში ან გერმანიაში გავლა ან ჩვენი გამოცდების ჩაბარება გსურთ, გოეთეს ინსტიტუტის ენის კურსების ოფისში სიამოვნებით დაგეხმარებით.
გამოცდების ბიუროს მიღების საათები
ორშ., სამშ., ხუთშ., პარ.:
10:00–13:00 და 14:00-17:00
ოთხშ.
10:00-13:00 და 16:00-17:00
საფასური
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები საშუალებას გაძლევთ, მოიპოვოთ გერმანული ენის ცოდნისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აღიარებული და მაღალი სანდოობის მქონე დოკუმენტია. ზოგიერთი გამოცდა გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებსა და უნივერსიტეტებში გათავისუფლებთ მისაღები გამოცდისაგან. გოეთეს ინსტიტუტი ორგანიზაცია ALTE-ს წევრია.
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდის ზოგადი წესები და პირობები
გამოცდაზე დასაშვები ასაკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ გოეთეს ინსტიტუტის გამოცდების დებულებაში.
გამოცდის მონაწილეს უფლება აქვს შეწყვიტოს/დატოვოს გამოცდა. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც გამოცდიდან გარიცხვის შემთხვევაში (იხ. გამოცდის დებულების §12) თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო გამოცდა ჩაუბარებლად ითვლება.
გამოცდაზე მობილური ტელეფონის, კამერის, მიკროფონის და მსგავსი მოწყობილობების შეტანა და გამოყენება აკრძალულია. თუ გამოცდის მონაწილე აკრძალვის მიუხედავად საგამოცდო ოთახში შეიტანს მობილურ ტელეფონს , იგი მოხსნილი იქნება გამოცდიდან.
გამოცდა უნარშეზღუდული მონაწილეთათვის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შეიძლება ინდივიდუალურად დაინიშნოს/ჩატარდეს. დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებისათვის მოგვმართეთ წერილობით ელექტრონულ ფოსტაზე: pruefungen-tbilissi@goethe.de
საგამოცდო სერთიფიკატის დაკარგვის შემთხვევაში გამოცდის დღიდან 10 წლის მანძილზე შესაძლებელია მხოლოდ გამოცდის ჩაბარების შესახებ სერთიფიკატის შემცვლელი ცნობის აღება, რომელიც 50,00 ლარი ღირს.
გამოცდის მონაწილის პირადი მონაცემები ინახება, მუშავდება და გამოიყენება, რაც ხორციელდება გამოცდის მონაწილეთა წინაშე დადებული ხელშეკრულების და რეგისტაციის დროს მონაწილის მიერ ხელმოწერილი თანხმობის (თანხმობა პირადი მონაცემების სამართლებრივი დაცულობის შესახებ და განცხადება თანხმობის შესახებ) საფუძველზე.
გამოცდაზე რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ წინასწარ დადგენილ ვადებში. ჩაწერა მიმდინარეობს გამოცდაზე არსებული თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით. გამოცდაზე მონაწილეობას საბოლოოდ განსაზღვრავს გოეთეს ინსტიტუტი. სასურველ გამოცდაზე გასვლის სამართლებრივი მოთხოვნა არ არსებობს.
გამოცდის ან მოდულის თავიდან ჩაბარება შესაძლებელია ბოლო გამოცდიდან მხოლოდ 4 კვირის გასვლის შემდეგ.
ძალაშია რეგისტრაციის დროს აქტუალური საფასური და არსებული შეღავათები.
გამოცდის საფასურის გადახდა ხდება რეგისტრაციის დღეებში მხოლოდ საიტზე საკრედიტო ბარათით.
გამოცდის გადავადების შესაძლებლობას განსაზღვრავს გოეთეს ინსტიტუტი და ღირს 50,00 ლარი.
თუ მონაწილე ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ გამოცხადდება გამოცდაზე, მას შეუძლია სამი კალენდარული დღის ვადაში წარადგინოს ექიმის ცნობა (ფორმა 100), რის საფუძლევზეც მას დაექვითება ადმინისტრაციული მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით, ხოლო გამოცდის ღირებულების დარჩენილი ნაწილი 30 კალენდარული დღის ვადაში უკან დაუბრუნდება.
გამოცდიდან ამოწერა ხორციელდება წერილობით ელექტრონულ ფოსტაზე. გამოცდიდან ამოწერა შესაძლებელია მხოლოდ რეგისტრაციის ვადის ბოლო დღეს. მცირეწლოვან მონაწილეთა შემთხვევაში აუცილებელია მათი მშობლის ან მეურვის წერილობითი თანხმობა. გამოცდის საფასურის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ გამოცდის რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე. ამ შემთხვევაში თქვენ დაგექვითებათ ადმინისტრაციული მოსაკრებელი 50 ლარის ოდენობით. უფრო გვიან გამოცდიდან ამოწერის შემთხვევაში გამოცდის საფასური უკან აღარ დაგიბრუნდებათ. საკრედიტო ბარათითა და გადარიცხვით გადახდილი კურსისა და გამოცდის თანხის უკუგატარებისთვის ენის კურსების ბიუროს შემდეგი დოკუმენტაცია უნდა გაუგზავნოთ: პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები. 30 კალენდარული დღის განმავლობაში უკან გადმორიცხული თანხა დაგიჯდებათ თქვენს ანგარიშზე. ზემოთ აღნიშნული ვადების გასვლის შემეგ თანხა არ დაგიბრუნდებათ.გამოცდის საფასური სრულად დაგიბრუნდებათ, თუ გოეთეს ინსტიტუტი თავად გადაწყვეტს გამოცდის გაუქმებას.
მონაწილემ გამოცდამდე რეგისტრაციის დროს მიღებულ ქვითარზე უნდა შეამოწმოს 4 მონაცემი: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დაბადების ადგილი, რათა უზუსტობის ან შეცდომის შესახებ დროულად ეცნობოს წერილობით (ელექტრონულ ფოსტაზე pruefungen-tbilissi@goethe.de) ენის განყოფილებას. უკვე დაბეჭდილი სერთიფიკატის შეცვლა ახლით ფასიანია და 50,00 ლარი ღირს.
გამოცდის შედეგების შესახებ ინფორმაცია გაიცემა გამოცდის დასრულებიდან 15 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩაწერის ქვითარზე აღნიშნულია მონაწილის ნომერი, რომელიც სახელისა და გვარის მაგივრად უნდა გამოიყენოთ თქვენი საგამოცდო შედეგების მოსაძიებლად ჩვენს ვებ გვერდზე.
ჩაბარებული გამოცდის სერთიფიკატის გატანა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემდგომ. თუ გამოცდის მონაწილე ვერ ახერხებს მოსვლას, ნდობით აღჭურვილ პირს შეუძლია გამოცდის მონაწილის პირადობის ან პასპორტის ასლის და მინდობილობის წარდგენის საფუძველზე გაიტანოს სერტიფიკატი.
გოეთეს ინსტიტუტი არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, თუკი ეს უკანასკნელნი განპირობებული იყო ფორს-მაჟორული ვითარებებით (მაგ.: სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ომი, გაფიცვა, მთავრობის განკარგულებები და სხვა შემთხვევები, რომელთაც ხელშეკრულების მხარეები ვერ აკონტროლებენ).
გასაჩივრების ადგილად შეთანხმების მიხედვით დადგენილია თბილისი
გამოცდის წესების და ზოგადი პირობის რომელიმე პუნქტის გაუქმება ან ცვლილება არ გავრცელდება სხვა პუნქტებზე. გაუქმებული პუნქტი იცვლება მხოლოდ სამართლებრივად, რომელიც არსებულს როგორც შინაარსით ასევე ეკონომიური გავლენით უახლოვდება.
გამოცდის ზოგადი წესების და პირობების გერმანულ და ქართულ ტექსტებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება გერმანულ ვარიანტს. გამოცდის ზოგადი წესების და პირობების ის აქტუალური ვერსიაა,როგორც წესი, ძალაში, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
გოეთეს ინსტიტუტი იტოვებს უფლებას შეიტანოს გამოცდის ზოგად წესებსა და პირობებში ცვლილებები