ონლაინ კურსები

Frau vor Laptop sitzend in einer Videokonferenz © Goethe-Institut
  • სწავლებითი გაცვლა-გამოცვლა მასწავლებელთან და ჯგუფთან
  • მოქნილი სწავლის პროცესი
  • ინდივიდუალური უკუკავშირი მასწავლებლის მხრიდან

ჩვენი ონლაინ ჯგუფური კურსები განკუთვნილია ყველასთვის, ვისაც სურს გერმანული ენის მოქნილად სწავლა.
თუ თქვენ ცხოვრობთ გოეთეს ინსტიტუტიდან შორს ან ყოველთვის არ შეგიძლიათ ფიქსირებულ დროს მოსვლა, მაგრამ მაინც გსურთ ისწავლოთ გერმანული კვალიფიციურ პედაგოგებთან, მაშინ ჩვენი ონლაინ ჯგუფური კურსები თქვენთვის არის!
კითხვა, მოსმენა, წერა და საუბარი - თქვენ ავარჯიშებთ ოთხივე უნარს გოეთეს ინსტიტუტის სასწავლო პლატფორმაზე გამოცდილი პედაგოგის მეთვალყურეობის ქვეშ და ვირტუალურ საკლასო ოთახში ZOOM-ის საშუალებით.

ჩვენი ონლაინ კურსები

სტანდარტული ონლაინ კურსები

  • A1-C1
  • 13 კვირა
  • 1 გაკვეთილი კვირაში

ინტენსიური ონლაინ კურსები

  • A1-C1
  • 7 კვირა
  • 2 გაკვეთილი კვირაში

ჩვენი ვირტუალურად დასწრებული გაკვეთილები ZOOM-ში

სტანდარტული ონლაინკურსები

  • A1-C1
  • 13 კვირა
  • 2 გაკვეთილი კვირაში

ინტენსიური ონლაინ კურსები

  • A1-C1
  • 7 კვირა
  • 3 გაკვეთილი კვირაში

ონლაინ მოზარდთა კურსები

  • A1-A2
  • 19 კვირა
  • 2 გაკვეთილი კვირაში

საზაფხულო ონლაინ კურსები

A1.1/A2.1

  • 2-ჯერ კვირაში ZOOM-ში
  • დავალებები სასწავლო პლატფორმაზე
  • 16 წლიდან
  • ხანგრძლივობა: 7 კვირა
  • საფასური> 575 ლარი

ჩვენი ონლაინ კურსები A1-C2

ეს კურსები გერმანული ენის A1-C2  დონის შემსწავლელებს აძლევს გოეთეს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის მომზადების  საშუალებას
 

© Goethe-Institut Georgien
ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი

შეამოწმეთ თქვენი გერმანული
თუ თქვენ უკვე გაქვთ გერმანული ენის გარკვეული ცოდნა გთავაზობთ ენის ცოდნის განმსაზღვრელ ტესტს. მისი საშუალებით გაიგებთ თუ რა დონეზე ფლობთ ენას. ჩვენ თქვენთან ერთად განვსაზღვრავთ სწავლის მიზანს და შეგირჩევთ შესაფერის კურსს. ყოველგვარი ენის ცოდნის გარეშე ავტომატურად დაიწყებთ A1 საფეხურიდან.

ენის დონის განმსაზღვრელი ონლაინ ტესტის დაჯავშნა

Gruppe und Lerner an Laptop

ეს კურსი შემდეგნაირად მუშაობს!

სასწავლო პლატფორმა
თქვენ დამოუკიდებლად მეცადინეობთ ჩვენს პლატფორმაზე არსებული მასალით,  რომელიც ძალიან მრავალფეროვანია და მორგებულია ყოველდღიურ სიტუაციებზე. ონლან დავალებებს ასრულებთ თქვენთვის სასურველ დროს და იღებთ უკუკავშირს ენის სწავლების ყველა დონისთვის და ყველა საჭიროებისთვის.

მხარდაჭერა მასწავლებლის მხრიდან
თქვენი მასწავლებელი გაგაცნობთ სასწავლო პლატფორმას და მასზე განთავსებული ენის შესწავლის ყველა საშუალებას. კურსის განმავლობაში მასწავლებელი ინდივიდუალურად მოგცემთ უკუკავშირს. ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ ჩვენი ენის კურსების ბიუროს.

ონლაინ-გაკვეთილები
ვირტუალურ გაკვეთილებზე თქვენ მეცადინეობთ მასწავლებელთან და კურსის სხვა მონაწილეებთან ერთად. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ Zoom-ს.  სასაუბრო და წერითი სავარჯიშოების შესრულების შემდეგ თქვენი მასწავლებლისგან მიიღებთ ინდივიდუალურ შეფასებას და უკუკავშირს.


ხშირად დასმული შეკითხვები

კიდევ გაქვთ შეკითხვები? ჩვენ სიამოვნებით გაგიწევთ კონსულტაციას: