ყველას, ვისაც კარგი გერმანულენოვანი წიგნის წაკითხვა და მერე მის შესახებ მსჯელობა სურს, ანდა ვისაც არ უნდა გერმანული ენის დავიწყება და სურს აქტიურად გამოიყენოს თავისი ცოდნა, გოეთეს ინსტიტუტი მკითხველთა კლუბის სახით ახალ პლატფორმას სთავაზობს. კლუბის მონაწილეები ორ კვირაში ერთხელ იკრიბებიან ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულ სამკითხველო დარბაზში (ეროვნულ ბიბლიოთეკაში) და საუბრობენ წინასწარ შერჩეულ, თანამედროვე ნაწარმოებზე.
მკითხველთა კლუბში დღემდე განხილული წიგნებია:
Angelika Klüssendorf: Das Mädchen
Herta Müller: Die Atemschaukel
Michael Kumpfmüller: Die Herrlichkeit des Lebens
Andreas Stichmann: Das große Leuchten
შემდეგი შეკრებისათვის შერჩეულია:
Daniel Kehlmann: Die Vermessung der Welt
მკითხველთა კლუბს 2011-დან 2013 წლამდე ხელმძღვანელობდა კატრინ შნაიდერი, 2013 წლის ზაფხულიდან კი მას სათავეში უდგას არნე ზეგელკე. არნემ კილის, შტუდგარდისა და ჰამბურგის უნივერსიტეტებში ისტორია, ხელოვნების ისტორია და ლიტერატურათმცოდნეობა შეისწავლა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში დისერტაციაც დაიცვა. სტუდენტობის პერიოდში გარკვეული დრო დაჰყო სკანდინავიის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში და ერთი წელი შრი ლანკაში იცხოვრა.
თუ დაინტერესდით და გსურთ მკითხველთა კლუბში გაწევრიანება, მიმართეთ თამარ ნაცვლიშვილს გერმანულ სამკითხველო დარბაზში.
მკითხველთა კლუბისადმი დიდი ინტერესის გამო 2013 წლის სექტემბრიდან მეორე ჯგუფიც შედგება. დასარეგისტრირებლად მიმართეთ გერმანულ სამკითხველო დარბაზს.
კლუბში გაწევრიანებისათვის საჭიროა გერმანული ენის ცოდნა B2-ის დონეზე და კლუბის მუშაობაში რეგულარულად მონაწილეობის სურვილი.
ეს ვიდეოფილმი ასახავს მკითხველთა კლუბის მუშაობის ერთ ეპიზოდს:
კონტაქტი
თამარ ნაცვლიშვილი
გერმანული სამკითხველო დარბაზი - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი