სიცოცხლის კვირტები

Saatgutbibliothek © Olena Staranchuk

გოეთეს ინსტიტუტის 2024 წლის პროექტი „სიცოცხლის კვირტები: იდენტობა, კულტურა და მეხსიერება მცენარის თესლებში“ მნახველებს სთავაზობს მცენარეთა ბიბლიოთეკას საქართველოს, ყაზახეთის, უკრაინისა და უზბეკეთის გოეთეს ინსტიტუტებში. პროექტის სრულყოფილი პროგრამა ისეთ თემებს მოიცავს, როგორებიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა.

#Saatgutbibliothek
#მცენარეებისბიბლიოთეკა

პროექტის შესახებ

"სიცოცხლის კვირტები: იდენტობა, კულტურა და მეხსიერება მცენარეების თესლებში" არის პროექტი, რომლის იდეაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული აგრესიული ომის შემდეგ გაჩნდა. ამ ომის დაწყებამ კიდევ უფრო მწვავედ წამოჭრა მსოფლიო სურსათის განადგურების საფრთხის საკითხი და ასევე წინ წამოწია ისეთი თემა, როგორიცაა რეგიონულ სტაბილურობაზე დამოკიდებულების მნიშვნელობა. კონკრეტულად კი, სერიოზული ზარალი მიაყენა უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორს და კლიმატის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია.

იმ დროს, როდესაც ბიომრავალფეროვნებისა და ენდემური მცენარეების თესლების შენარჩუნება სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, ჩვენი პროექტის მიზანია ყურადღება გაამახვილოს მცენარის თესლებზე, როგორც იდენტობისა და კულტურის მატარებლების შენარჩუნებასა და მათ მეტად დაფასებაზე. კიევის (უკრაინა), ტაშკენტის (უზბეკეთი), თბილისის (საქართველო) და ალმათის (ყაზახეთი) გოეთეს ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, ჩვენ ვაფუძნებთ მცენარეების ბიბლიოთეკებს, როგორც გაცვლისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. ეს ბიბლიოთეკები არა მხოლოდ მცენარეების თესლების შეგროვებას და შენარჩუნებას ემსახურება, არამედ ქმნის სივრცეებს, სადაც ბიბლიოთეკის მომხმარებლებს იდეების გაცვლა-გამოცვლის შესაძლებლობა მიეცემათ ისეთ თემებზე, როგორიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნება და კულტურული მემკვიდრეობა. გარდა ამისა, ჩვენ შემოქმედებით გამოცდილებებს გამოვიყენებთ,მცენარეების გაზრდისა და მათ შესახებ გარკვეული ამბების მოსაყოლად. გვექნება შემოქმედებითი პროექტები გამოფენებისა და ვორქშოპების სახით, რომლითაც ხაზს გავუსვამთ მცენარის თესლების, როგორც იდენტობისა და კულტურის მატარებლების მნიშვნელობას.

კონფერენცია და ვორქშოპი „მწვანე ბიბლიოთეკა“

გაიგეთ მეტი ბიბლიოთეკების მომავლის შესაახებ საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში 15 და 16 ნოემბერს!

მაგიდა ყვავილების ქოთნით, მცენარის თესლების პაკეტები და ბლოკნოტი, რომელიც ასახავს მებაღეობის შემოქმედებით პროცესს. © Goethe-Institut Georgien

როგორ უნდა ვისარგებლო?

მცენარეების ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები ძალიან მარტივია. ასე რომ, წაიკითხეთ/გაეცანით მას და მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს პროექტში!

  • ჩაერთეთ მარტივად: გაწევრიანება რთული არ არის. როგორც კი მცენარეების ბიბლიოთეკა გაიხსნება, უბრალოდ მობრძანდით ჩვენთან და მიიღეთ თქვენთვის სასურველი მცენარის თესლები.
  • გაზიარება ზრუნვაა: გაიტანეთ მცენარის მხოლოდ იმდენი თესლი, რამდენიც გჭირდებათ და დროულად დააბრუნეთ, რათა სხვა მსურველებმაც შეძლონ მათით სარგებლობა.
  • შეინარჩუნეთ მწვანე ფერი: მცენარეების თესლებს ისე მოექეცით, როგორც რაღაც ძალიან განსაკუთრებულს! კარგად დააკვირდით, რომ ის კარგად მოვლილია, განაგრძობს ზრდას და აყვავებას.
  • გაგვიზიარეთ საკუთარი გამოცდილება: თუ რაიმე საინტერესოს აღმოაჩენთ მცენარეების ზრდის პროცესში, შეგვატყობინეთ. ჩვენ ყოველთვის გაგვიხარდება საინტერესო ისტორიების მოსმენა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
  • ისიამოვნეთ: ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ პროცესმა სიამოვნება მოგანიჭოთ. ასე რომ, ჩაერთეთ და ისიამოვნეთ მცირე მებაღეობით!

გამოგვყევით