დამატებითი ინფორმაცია
უკან დაბრუნება. Goethe-Zertifikat B2
ნაბიჯ-ნაბიჯ: მოდულები
Goethe-Zertifikat B2 შედგება შემდეგი მოდულებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ზეპირი გამოცდა წყვილებში).
გამოცდას შერჩეულ საგამოცდო ცენტრებში ნაბეჭდსა და ციფრულ ფორმატში გთავაზობთ. ის მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
კითხვა
თქვენ კითხულობთ სხვადასხვა ტექსტებს, როგორებიცაა შეტყობინებები ფორუმებზე, საგაზეთო და საჟურნალო სტატიები, კომენტარები და ინსტრუქციები. თქვენ შეგწევთ მთავარი ინფორმაციების, მნიშვნელოვანი დეტალებისა და პოზიციების, შეხედულებებისა და წესების გაგების უნარი.
ხანგრძლივობა: 65 წუთი
წერა
თქვენ გამოხატავთ და ასაბუთებთ თქვენ აზრს აქტუალური საზოგადოებრივი თემის შესახებ ფორუმის შეტყობინებაში. გარდა ამისა, წერთ ფორმალურ შეტყობინებას პროფესიულ კონტექსტში.
ხანგრძლივობა: 75 წუთი
მოსმენა
თქვენ ისმენთ ინტერვიუებს, გამოსვლებს, საუბრებსა და გამონათქვამებს, როგორც ყოფითი სფეროდან, ასევე რადიოგადაცემებიდან. თქვენ შეგწევთ მთავარი გამონათქვამებისა და მნიშვნელოვანი დეტალების გაგების უნარი.
ხანგრძლივობა: 40 წუთი
ლაპარაკი
თქვენ აკეთებთ მოკლე მოხსენებას წინასწარ განსაზღვრულ თემაზე და საუბრობთ ამის შესახებ თქვენს პარტნიორთან. გარდა ამისა, დისკუსიაში ორივეს საკუთარი არგუმენტები მოგყავთ.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
წინაპირობები
Goethe-Zertifikat B2 გერმანული ენის გამოცდაა მოზარდთა და მოზრდილთათვის.გოეთეს ინსტიტუტის გამოცდის ჩაბარება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია განურჩევლად ასაკისა და მოქალაქეობისა.
- Goethe-Zertifikat B2 მოზარდებისთვის რეკომენდირებული ასაკი 15 წლიდან იწყება.
- Goethe-Zertifikat B2 მოზრდილებისთვის რეკომენდირებული ასაკი 16 წლიდან იწყება.
- Goethe-Zertifikat B2 სერტიფიკატი ითვალისწინებს გერმანული ენის ცოდნას, რომელიც საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) B2 საფეხურს შეესაბამება.
- ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 600-დან 800-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.
რა არის კიდევ მნიშვნელოვანი?
დოკუმენტები სომხურ ენაზე