კომუნიკაცია

გამოგონებები: კომუნიკაცია

  • გამოგონებები: კომუნიკაცია // ფოტო: © xavier gallego morel / fotolia.com გამოგონებები: კომუნიკაცია // ფოტო: © xavier gallego morel / fotolia.com
    ფილიპ რაისი, 1834-1875, ფიზიკოსი და გამომგონებელი


    „ცხენი არ ჭამს კიტრის სალათას“


    1860 წელს ფილიპ რაისი ამყარებს პირველ დისტანციურ სასაუბრო კავშირს. „ტელეფონის“ - როგორც რაისი თავის გამოგონებას უწოდებს - დემონსტრირებისას, გადაიცემა განზრახ ყოველგვარ აზრს მოკლებული წინადადება, რომელიც მიმღებისთვის კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამგვარად რაისი ამტკიცებს, რომ ელექტროხაზით ინფორმაციის გადაცემა ნამდვილად ფუნქციონირებს.
    Foto: © xavier gallego morel / fotolia.com

    გამოგონებები: კომუნიკაცია // ფოტო: © xavier gallego morel / fotolia.com


    პირველი ტელეფონი

    შორ მანძილზე კომუნიცირება ადამიანებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში სურთ. ლაპარაკის გადაცემის მიზნით, უამრავი მკვლევარი ატარებს ცდას ელექტროაპარატებზე. გარღვევას 1861 წელს გერმანელი ფილიპ რაისი ახდენს.

    პირველი ტელეფონი შედგება ხისგან დამზადებული, ცხოველის ნაწლავგადაკრული ყურის ნიჟარისგან. წარმოთქმულ სიტყვებს ვიბრაციაში მოჰყავს მემბრანა და ამგვარად ცვლის წნევას ლითონის ფირფიტასა და სადენს შორის, რაც იწვევს რხევებს ელექტრონაკადში, რომელიც მიმღებს გადაეცემა და მასთან გამაძლიერებლის საშუალებით ისევ ხმად გარდაიქმნება.

    ტელეფონის გამომგონებელი ფილიპ რაისი თავის „ლაბორატორიაში“

    პირველი (სატელეფონო) მიკროფონი: ხის ყური
      © berc / fotolia.com

      ჯიბის მუსიკა

      სადაც არ უნდა იყო, იქნება ეს მეტრო თუ შვებულება, და რითაც არ უნდა იყო დაკავებული, მაგალითად, სპორტით - საყვარელი მუსიკა ყველგან თან გაქვს. პატარა MP3-ფლეერი ათასობით სიმღერას იტევს, რაც კარლჰაინც ბრანდენბურგის (Karlheinz Brandenburg) ირგვლივ შემოკრებილი ფრაუნჰოფერის გუნდის მიერ შემუშავებულმა კონსტრუქციამ გახადა შესაძლებელი:

      აუდიოკოდირების მეთოდი -MP3 ორიენტირებულია სმენის თვისებებზე. მუსიკის ის ნაწილი, რომელიც კარგად გვესმის, განსაკუთრებულად დეტალურად ინახება, ხოლო სიხშირეები, რომლებსაც ვერ აღვიქვამთ - გამოიტოვება. ამგვარად, დასამახსოვრებელ მონაცემთა მოცულობა 90 პროცენტით მცირდება. პირველი MP3-ფლეერი ბაზარზე 1990-იან წლებში გამოჩნდა.

      მუსიკა ყოველთვის და ყველგან - MP3 ამას შესაძლებელს ხდის
        © picture alliance / Everett Collection

        საერთაშორისო ვიდეოსტანდარტი

        ოლიმპიური თამაშები პირდაპირ ეთერში, მუსიკალური ვიდეოკლიპები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და კინოჰიტები. მაღალეფექტური ვიდეოკომპრესიის მეთოდის წყალობით, რომელიც ფილმებს ტრანსპორტირებისას „პრესავს“, დღესდღეობით მობილური აპარატებშიც შესაძლებელია მოძრავი გამოსახულების საუკეთესო ხარისხით უპრობლემოდ მიღება.

        თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტია გერმანელი მკვლევარების მიერ შემუშავებული მეთოდი - H.264. მისი დახმარებით შესაძლებელია მონაცემთა მოცულობის მნიშვნელოვნად შეკვეცა ხარისხის საგრძნობლად გაუარესების გარეშე, ვინაიდან თითოეული გამოსახულების მხოლოდ ის ნაწილი გადაიცემა, რომელიც იცვლება, ხოლო უცვლელი მონაკვეთების გამოთვლა შესაძლებელია გამოსახულებების წინმსწრები თანმიმდევრობიდან.

        H.264 -ის წყალობით, საუკეთესო ხარისხის მოძრავი გამოსახულების მიღება მაშინაც შესაძლებელია, როცა ჩვენ თავად გადავადგილდებით
          © picture alliance / The Advertising Archives

          მსოფლიო ერთ ოთახში

          თანამედროვე ტელევიზორები კინოთეატრის ხარისხის გამოსახულებას გვთავაზობს. ციფრული ტელევიზორები ბოლო ეტაპია განვითარების იმ გრძელი პროცესისა, რომელიც 1931 წელს იწყება. სწორედ ამ დროს გამოაქვს მანფრედ ფონ არდენეს (Manfred von Ardenne) ბერლინში გამართულ რადიოგამოფენაზე პირველი ელექტრონული სატელევიზიო დანადგარი. აპარატი შედგება ელექტრონულ-სხივური მილაკებისგან (რომლებსაც ასევე უწოდებენ „ბრაუნის მილაკებს“ (Braunsche Röhre)), რომლებშიც ელექტრონული სხივი ახდენს გამოსახულების წერტილების პროეცირებას ლუმინოფორით დაფარულ მინაზე. პუბლიკა აღტაცებულია - გამოგონების შესახებ თვით გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ (New York Times) პირველი გვერდიც კი გვამცნობს.

          მანფრედ ფონ არდენე გახლავთ გამოჩენილი გამომგონებელი: თავის პირველ გამოგონებას ის ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში აპატენტებს და 1997 წელს გარდაცვალების შემდეგ სხვადასხვა სფეროში 600-მდე გამოგონებასა და პატენტს ტოვებს.

          პირველი სატელევიზიო პროგრამის რეგულარული მაუწყებლობა გერმანიაში 1935 წელს იწყება

          მანფრედ ფონ არდენე პირველ ტელევიზორთან, 1931
            © picture alliance / akg

            კონცერტი ყველასთვის

            სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ნებისმიერ ოთახში დაეტევა, დიდი ხნის მანძილზე წარმოუდგენელი იყო. თუმცა, 1887 წელს ჰანოვერელი ემილ ბერლინერი (Emil Berliner) ქმნის აპარატს, რომელსაც მუსიკის კონსერვირება შეუძლია. პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: ბგერითი ტალღები ჰორიზონტალური მოძრაობით გადადის ნემსზე და რხევები მრგვალ ფირფიტაზე ამოიკაწრება - ბერლინერი მათ ‘გრამფირფიტებს’ უწოდებს.

            ფირფიტასაკრავს, რომელიც ხმას კვლავ აჟღერებს, ის ‘გრამოფონად’ ნათლავს. მას შეუძლია მუსიკის დაკვრა ყველგან და დაუსრულებლად. პირველ გრამოფონებს ასამუშავებლად სახელური ესაჭიროება. მოგვიანებით ელექტროგრამოფონები მკვიდრდება.

            ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიცაა ოპერის მომღერალი ენრიკო კარუზო (Enrico Caruso), გრამფირფიტებს სწრაფად გაუთქვა სახელი
              © Max-Planck-Institut für die Physik des Lichts / Axel Griesch

              სინათლეში დამალული

              ონლაინ ბანკინგი, კლიენტთა მონაცემები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები - მრავალი ინფორმაცია არსებობს, რომელთა გაზიარებაც მხოლოდ გარკვეული ადამიანებისთვის გვსურს. მაგრამ როგორ შეგვიძლია მონაცემთა გადაცემისას მათი დაცვა ჰაკერებისგან? ყველაზე დამაიმედებლად კვანტური კრიპტოგრაფია მიიჩნევა, რომლის დროსაც საიდუმლო შიფრი სინათლის კვანტებს შორის, ასე ვთქვათ, იმალება.

              ვინაიდან, ამ დროს შემთხვევითობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს, კოდირების „გატეხა“ შეუძლებელია. საუკეთესო რამ კი ის არის, რომ ჯაშუში ნებისმიერ შემთხვევაში გამოვლინდება, ვინაიდან ნებისმიერი ინტერაქცია კვანტებს ცვლის. გამოწვევა კი იმაში მდგომარეობს, რომ სინათლის კვანტები შორ მანძილზე გადავცეთ, უმჯობესია სატელიტით. 2014 წელს ერლანგენში მაქს პლანკის საზოგადოების მკვლევარები ლაზერის დახმარებით სპეციალურ კვანტურ სინათლეს ატმოსფეროს გავლით გზავნიან. მონაცემთა უსაფრთხო გადაცემაში ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
              » ვიდეო: კვანტური ფიზიკა - შემთხვევითობის პრინციპით მიყურადებისგან დაცული
              ლაზერული დანადგარი ერლანგენის კვლევითი ინსტიტუტის სახურავზე