გამოგონებები - მობილურობა
მობილურობა ყველასთვის
ნახევარი ცხენის ძალის სიმძლავრის და თორმეტი კმ/სთ სიჩქარის მქონე პირველი მოტოციკლი თავზეხელაღებული მძღოლებისთვის არაა განკუთვნილი. 1885 წელს ვილჰელმ მაიბახი და გოტლიბ დაიმლერი (Wilhelm Maybach, Gottlieb Daimler) უკვე აპატენტებენ თავის „რაიტვაგენს“ (‘Reitwagen’), თუმცა ის ერთეულ ეგზემპლარად რჩება. პირველი სერიული წარმოების მოდელებიც ვერ იმკვიდრებს თავს, ვინაიდან ძალზე ძვირი და ტექნიკურად გაუმართავია.
ნამდვილ ბუმს მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვხედავთ. ყველაზე დიდი მოთხოვნა მოპედებზეა, რომლის ტარებაც ნებისმიერს შეუძლია. ყველაზე პოპულარული მოდელია ნეკარზულმში NSU Werke-ის ინჟინრების მიერ შემუშავებული „ქუიქლი“ (Quickly), რომლის ასობით ათასი ეგზემპლარი გერმანიის ქუჩებში დადის, არც თუ ისე სწრაფად, მაგრამ საიმედოდ. მაქსიმალური სიჩქარეა 40 კმ/სთ. სლოგანი ასე ჟღერს: „Nicht mehr laufen, Quickly kaufen“ (‘თუ არ გინდა ირბინო, უნდა „ქუიქლი“ იყიდო“)

გერმანიაში 1950-იან წლებში მოპედზე ყველა ახალგაზრდა ოცნებობს
გერმანია: ავტომობილების ქვეყანა
პირველი ავტომობილი სამთვლიანია. 1886 წელს კარლ ბენცის (Carl Benz) მიერ დაპატენტებული ნომერ 1-ლი ძრავიანი მანქანა შიდა წვის ძრავაზე მუშაობს და, ამგვარად, ბენზინზე მომუშავე ყველა ავტომობილის წინაპრად გვევლინება. შორ მანძილზე მას პირველად ქალი მართავს: 1888 წლის აგვისტოს დასაწყისში ბერტა ბენცი (Bertha Benz) მანჰაიმიდან პფორცჰაიმში ჩადის და უკან ბრუნდება.
თავდაპირველი სკეპსისის შემდეგ, ავტომობილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე პოპულარული სტატუს-სიმბოლო ხდება. 1950-1960-იანი წლების გერმანიის ეკონომიკურ სასწაულთან ერთად მოთხოვნაც იზრდება - მარტო „ფოლკსვაგენ ხოჭო“ (VW Käfer) 21 მილიონჯერ აიწყობა. გერმანელი ავტომწარმოებლები დღემდე ყველაზე წარმატებულებად მიიჩნევიან მთელს მსოფლიოში. მომავლის ტექნოლოგიის - ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების წარმოება სულ უფრო მზარდია.

გასეირნება ბენცის პატენტით - ნომერ 1-ლი ძრავიანი მანქანით, 1888
BMW i8 - Plug-in-Hybrid - თანამედროვე ამძრავის კონცეფცია სპორტული მანქანებისთვისაც
რელსებზე
პირველ ტრამვაიში ცხენები იყო შებმული. მისი გადაკეთება პირველ ელექტროტრამვაიდ ვერნერ ფონ სიმენსს (Werner von Siemens) უკავშირდება. ამძრავად გამოყენებულია ათი ცხენის ძალის სიმძლავრის ძრავა, ხოლო დენი ბორბლების გავლით მიეწოდება, რაც არც თუ უსაფრთხოა საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის, ამიტომაც თანამედროვე ტრამვაი დენს საჰაერო ელექტროგაყვანილობიდან იღებს.
ავტომობილის ტრიუმფალური სვლა მრავალი ტრამვაის გაქრობას იწვევს, თუმცა დრო იცვლება და ბევრი ქალაქი ისევ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს უბრუნდება.
ავტომობილის ტრიუმფალური სვლა მრავალი ტრამვაის გაქრობას იწვევს, თუმცა დრო იცვლება და ბევრი ქალაქი ისევ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს უბრუნდება.
1881წ. პირველი ელექტროტრამვაი ბერლინის გარეუბან ლიხტერფელდეში
პრაქტიკული ალტერნატივა
მიჩნეულია, რომ დიზელის ძრავები საიმედო, გამძლე და მძლავრია. მართალია, რუდოლფ ქრისტიან დიზელის (Rudolf Christian Diesel) მიერ 1893 წელს კონსტრუირებული პირველი საცდელი ნიმუში მათ რიცხვს არ განეკუთვნება, მაგრამ ნამდვილად ინოვაციურია: ახლადშექმნილი ძრავა შედგება ცილინდრისგან, რომელშიც შეკუმშული ჰაერი საწვავს ერევა, კომპრესიის შედეგად წარმოქმნილი სიმხურვალისგან ნაზავი დამატებითი ანთების გარეშე იწვის.
პროტოტიპისგან გამართულად ფუნქცინოირებადი ძრავის შექმნას დიზელი ოთხ წელს ანდომებს, მაგრამ წვალება ამად ღირს. დიზელის ძრავები მსოფლიოს იპყრობს, როგორც ყველაზე საიმედო ამძრავები მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებისთვის, ავტობუსებისა და ხომალდებისთვის.

მსოფლიოში უმეტეს სატვირთო ავტომობილს დიზელის ძრავა აქვს
სიცოცხლის გადარჩენა ჰაერით
1951 წელს მიუნხენელი გამომგონებელი ვალტერ ლინდერერი (Walter Linderer) აპატენტებს უსაფრთხოების გასაბერ ბალიშს. ეს გახლავთ „ერთგვარი ჭურჭელი დაკეცილ მდგომარეობაში, რომელიც საფრთხის დროს ავტომატურად იბერება“. მისი ტექნიკური რეალიზება მხოლოდ 1960-იან წლებში იწყება და ისიც ავტოავარიათა რიცხვის მკვეთრად მატების გამო, ვინაიდან ტექნიკური სირთულეების გარდა, გასაბერი ბალიშები ეკონომიკურადაც წამგებიანია.
მაგრამ უსაფრთხოება იმარჯვებს: სერიული უსაფრთხოების გასაბერ ბალიშებიანი პირველი ავტომობილი გახლავთ 1981 წლის S კლასის „მერსედესი“. თანამედროვე ავტომობილები უსაფრთხოების რამდენიმე გასაბერი ბალიშითაა აღჭურვილი.

შეჯახების ტესტი გვიჩვენებს: უსაფრთხოების გასაბერი ბალიში ზრდის ავტომობილის მგზავრთა უსაფრთხოებას
მოაზროვნე ავტომობილები
ლიპყინული, აკვაპლანირება, უცაბედი საცობი, ფეხმავლები ავტომობილის სავალ ნაწილზე: საგზაო მოძრაობა ყოველ ნაბიჯზე საფრთხის შემცველია. ადამიანი სიტუაციას ინტუიტიურად აფასებს და რეაგირებს, მაგრამ ხშირად - არასაკმარისად სწრაფად.
ავტომობილით მგზავრობის უსაფრთხოების ასამაღლებლად გერმანელი ავტომწარმოებლები მეცნიერებთან ერთად მძღოლის დამხმარე სისტემებზე მუშაობენ. აღნიშნული სისტემები, მაგალითად, რადარების, ვიდეოსა და ულტრაბგერის დახმარებით ქმნის მიდამოს სურათს, ბორტკომპიუტერი აფასებს მონაცემებს და აფრთხილებს მძღოლს ან ააქტიურებს ავარიულ მუხრუჭს და ანტიბლოკირების სისტემას. ისინი არამარტო გვეხმარება უბედურ შემთხვევათა არიდებაში, არამედ მომავალში სრულად ავტომატიზებული მგზავრობის საწინდარიცაა.

ბურთი ავტომობილის სავალ ნაწილზე - ავტომობილი იაზრებს და გვერდს უქცევს
შემდგომი გამოგონებები მომდევნო სფეროებიდან: