კაფკას საუკუნე - პროცესი, რომელიც არ სრულდება
„ეტყობა, ვიღაცამ ცილი დასწამა იოზეფ კ.-ს, რადგანაც არაფერი დაუშავებია და ერთ მშვენიერ დილას მაინც დააპატიმრეს.“ ეს წინადადება, რომლითაც კაფკას რომანი „პროცესი“ იწყება, მთელი მისი შემოქმედების შესავალ ფრაზადაც შეიძლება გამოდგეს: ბრალდებული ხარ, თუმცა არ იცი, რა დააშავე და ვერც ვერასოდეს გაიგებ. პროცესი უსასრულოა, განაჩენი წინასწარ გამოტანილი, თან უკვე მაშინ, როცა საკუთარი ბრალდებულობის შესახებ ჯერ არაფერი გსმენია. ესაა კაფკას ლიტერატურული სამყაროს, „კაფკაესკის“ ერთ-ერთი მთავარი ნიშანი.
არსებობს კანონი, რომლის „წინაშე დგას კარიბჭის გუშაგი“ და მასში შესვლის მსურველს კარში არ ატარებს. კარისკაცი ეუბნება, რომ „შესვლა შესაძლებელია, მაგრამ ახლა არა“. კაცი მთელ ცხოვრებას კართან, შეშვების ლოდინში ატარებს და როცა კვდება, ირკვევა, რომ ეს კარი, რომელშიც გუშაგმა არ შეუშვა, პირადად მისთვის იყო შექმნილი.
ეს კანონი არა მხოლოდ სამართლებრივ სფეროზე მოქმედებს, არამედ კაფკას მიერ დანახული და განცდილი სამყაროს კანონიცაა. მაქს ბროდი იხსენებს კაფკას უკვე ხშირად ციტირებად სიტყვებს მათი საუბრიდან: „ჩვენ ვართ ნიჰილისტური აზრები, თვითმკვლელობის აზრები, რომლებიც ღმერთს თავში უტრიალებს. [...] ჩვენი სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ცუდი ხასიათია ღმერთის, მისი ცუდი დღე.“ ბროდის კითხვაზე, „გამოდის, რომ იმედი ჩვენთვის ცნობილი, ხილვადი სამყაროს მიღმა უნდა არსებობდეს?“, კაფკა პასუხობს: „ოჰ, იმედი საკმარისადაა, უსასრულოდ ბევრი იმედი, მხოლოდ არა ჩვენთვის.“
კაფკა თავისი უკიდურესი პესიმიზმითაც და ლიტერატურული ფორმის ბუნდოვანებითაც შეუძლებელს ხდის რომელიმე იდეოლოგიის მხრიდან მის მისაკუთრებას. თუმცა ეს ხელს არ უშლის მის პოლიტიკურად წაკითხვას. ერთ-ერთი ასეთი ინტერპრეტაციაა, რომ მან ტოტალიტარიზმი იწინასწარმეტყველა. კაფკას შემოქმედების ამ კონტექსტში დანახვა ყოველი ახალი დიდი პოლიტიკური კრიზისის პირობებში აქტუალურდება. მისი გარდაცვალებიდან 100 წლის შემდეგაც, როდესაც სამყარო ახალ, გლობალურ პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება, კაფკას ხელახალი წაკითხვა და გადააზრებაც დროულია.
თარიღი: 20.06.2024, 19 საათი
ადგილი: გოეთეს ინსტიტუტი
დასწრება თავისუფალია!