ქართულ/აფხაზური მარიონეტების სპექტაკლი

A Tale Unfolds: Tachkum and Natsarkekia's Theatrical Encounter Goethe-Institut

ნაცარქექიას და ტაჩკუმის თეატრალური შეხვედრა

პრემიერა: თბილისი, სექტემბერი 2022
 

სიპა ლაბახუას (სოხუმი) და ლევან ვარაზის (თბილისი) მიერ შექმნილ მარიონეტების სპექტაკლს ქართულ/აფხაზური ზღაპარი ნაცარქექია/ტაჩკუმი დაედო საფუძვლად. პრემიერა შედგა თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში. ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია სპექტაკლის ავტორების მონაწილეობით.
„ტაჩკუმი/ნაცარქექია არის ქართულ-აფხაზური ფოლკლორის ბუნებრივი შეხვედრის ნიმუში, რომელსაც მსგავსი მოტივი უდევს საფუძვლად. ჩვენი საერთო ზღაპარი არის იმის მაგალითი, რომ ეთნოსთა შორის პრობლემები არაბუნებრივია“ /ლევან ვარაზი/.
„რომ გვეთქვა, არ გვაინტერესებს პოლიტიკა, შეცდომაში შეგიყვანდით. პოლიტიკა უშუალოდ ზემოქმედებს ჩვენს ცხოვრებასა და საქმიანობაზე. ამდენად, ერთად გადავწყვიტეთ, ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა  ომიდან 30 წლის მიწურულს, რაც ნიშნავს შორეული წარსულიდან XXI საუკუნეში შებიჯებას. ზღაპრის ჟანრი იმიტომ არ აგვირჩევია, რომ რეალობა დაგვევიწყებინა და აბსტრაქციების სამყაროში გადავსულიყავით, პირიქით, შევეცადეთ, გვეპოვა უნივერსალური ენა, რომელიც რეალობას განაზოგადებს“  /სიპა ლაბახუა/.
 

გამოგვყევით