კარგი დასაწყისი: გამოცდის ნაწილები
Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 შედგება შემდეგი ნაწილებისგან: კითხვა, მოსმენა, წერა და ლაპარაკი (ჯგუფური ზეპირი გამოცდა).
გამოცდა მთელ მსოფლიოში ერთიანი სტანდარტებით ტარდება და ფასდება.
კითხვა
კითხულობ მაგ. მცირე ჩანიშვნებს, მოკლე განცხადებებს, პიროვნებების აღწერას, მკითხველთა მარტივ წერილებს ან მოკლე საგაზეთო ტექსტებს და ამუშავებ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 20 წუთი
წერა
პასუხს სცემ ელ-ფოსტის შეტყობინებას, წერილს, განცხადებას ან რამე მსგავსს.
ხანგრძლივობა: 20 წუთი
მოსმენა
ისმენ მოკლე ყოფით საუბრებს, პირად სატელეფონო შეტყობინებებს, რადიოთი გადმოცემულ ახალ ამბებს ან რამე მსგავსს და ამუშავებ მოცემულ დავალებებს.
ხანგრძლივობა: 20 წუთი
ლაპარაკი
წარადგენ საკუთარ თავს, სვამ კითხვებს ყოფით თემებზე და პასუხობ მარტივ კითხვებს. გარდა ამისა, გამოთქვამ სურვილებს და რეაგირებ შენი თანამოსაუბრის გამონათქვამებზე შენთვის ნაცნობ სიტუაციებში.
ხანგრძლივობა: 15 წუთი
წინაპირობები
Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 არის 10-16 წლის ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი გერმანული ენის გამოცდა.
გოეთეს ინსტიტუტის გამოცდები ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის და მათი ჩაბარება არაა დამოკიდებული არც რაიმე მინიმალური ასაკის მიღწევაზე და არც გერმანიის მოქალაქეობის ფლობაზე.
- Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch 1 რეკომენდირებული მინიმალური ასაკი 10 წელია.
- Goethe-Zertifikat A1: Fit in Deutsch1 ითვალისწინებს საერთო ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს (GER) პირველი (A1) საფეხურის ცოდნას.
- ამ საფეხურის მისაღწევად - წინასწარი ცოდნისა და სასწავლო შესაძლებლობების მიხედვით - საჭიროა 80-დან 200-მდე 45-წუთიანი აკადემიური საათის გავლა.