დაფინანსების შესაძლებლობები

A coloured photograph of an abandoned building

შემოქმედებითი კავშირები

დაფინანსების შესაძლებლობა ინდივიდებისა და ორგანიზაციებისთვის

საგრანტო კონკურსი შემოქმედებითი კავშირები საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. აღნიშნული საგრანტო შესაძლებლობა მონაწილეებს ადგილობრივი პრაქტიკების შესახებ ცოდნის მიღებასა და მისი საკუთარ პროექტებზე მორგების შესაძლებლობას სთავაზობს.
 
საგრანტო პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

მიმართულება 1. შემოქმედებითი კავშირები ფიზიკური პირებისთვის დამოუკიდებელ ხელოვანებს, შემოქმედებს, სათემო ლიდერებსა და კულტურის პროფესიონალებს ქვეყნის შიგნით მობილობას სთავაზობს, რის ფარგლებშიც ისინი კვლევას, თანაშექმნას, წარმოებასა და საჯარო ღონისძიებების მასპინძლობას შეძლებენ. ჯგუფი მინიმუმ ორ ან მეტ მონაწილეს უნდა მოიცავდეს.

მიმართულება 2. შემოქმედებითი კავშირები ორგანიზაციებისთვის ორგანიზაციებს, სათემო, კულტურული და შემოქმედებითი ინიციატივების, ასევე, სახელოვნებო რეზიდენციების განხორციელებაში უჭერს მხარს. ეს მიმართულება ორიენტირებულია ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს რეგიონებში საქმიანობენ.

ხელშეწყობის აღნიშნული მექანიზმებით, საგრანტო კონკურსი შემოქმედებითი კავშირები კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროში პროფესიულ ურთიერთობებს გააღრმავებს და დამოუკიდებელ ხელოვანებს, კულტურის პროფესიონალებს, სათემო ლიდერებსა და ორგანიზაციებს როგორც საქართველოში არსებული გამოწვევების, ასევე შესაძლებლობების გააზრებაში დაეხმარება. საერთო ჯამში, ეს ინიციატივა საქართველოს რეგიონებში ინოვაციური შემოქმედებითი წამოწყებების სტიმულირებასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.  დაფინანსდება მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქ თბილისის ფარგლებს გარეთ ჩატარდება.
 
განაცხადის წარდგენისთვის აუცილებელია: ონლაინ საინფორმაციო სესია გაიმართება 2024 წლის 27 ივნისს, 16:00 საათზე
სესიის ბმული

საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ივლისი, 23:59 საათი
 

გამოგვყევით