ძიება პროფესიულ სამყაროში

პროფესიული ორიენტაციის დღეები ქუთაისში

პროფესიის არჩევისა თუ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების უამრავი შესაძლებლობა არსებობს. სკოლის პერიოდში იმის გადაწყვეტა, რას გააკეთებენ მოსწავლეები სკოლის შემდეგ უდიდესი გამოწვევაა.

გოეთეს ინსტიტუტმა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურთან (DAAD) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან ერთად (EDEC) 29.02-01.03.2020 ჩაატარა პროფესიული ორიენტირების დღეები PASCH-ის სტატუსის მქონე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.

იქ წარმოდგენილი იყო 33 საგამოფენო სტენდი შემდეგი ინფორმაციებით: პროფესიული განათლება, უნივერსიტეტში სწავლა, დასაქმება, მოხალისეობა და დამოუკიდებლობა. გამოფენას მთელი რეგიონიდან დაახლოებით 350 მოსწავლე ეწვია, რომლებიც ინოვაციურ კარიერულ ბაზრობას დაესწრნენ და საინტერესო პრეზენტაციებს მოუსმინეს. მომდევნო დღეს კი 70 მოსწავლეს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო გერმანულენოვან ვორქშოპებში, რომელთა თემები პროფესიული ორიენტაცია, განაცხადის გაკეთება და გასაუბრება გახლდათ.












კონკურსი „ძიება პროფესიულ სამყაროში“

Iპროექტის ბოლოს კახათისა და ქუთაისის PASCH-ის სკოლის მოსწავლეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში „ძიება პროფესიულ სამყაროში“, მისი დახმარებით კი განევითარებინათ კარიერასთან დაკავშირებული იდეები და მიეღოთ დითერ შვარცის ფონდის (Dieter Schwarz Stiftung gGmbH) სტიპენდია, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებული შვებიშ ჰალში გოეთეს ინსტიტუტის სამკვირიან კურსში მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსის დავალება მდგომარეობდა შემდეგში: ნაკლებად ცნობილი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიება. ჩვენ ბევრ საინტერესო პროფესიას ვიცნობთ, მაგრამ რა იმალება მის უკან - ეს ძნელი აღსაწერია. როგორ მუშაობს მოქანდაკე? რა უნარჩვევებს უნდა ვფლობდეთ, რათა ბორტგამცილებელი გავხდეთ? რა  შესაძლებლობები აქვს  ინფორმატიკოსს? რას აკეთებენ ეკოლოგიის ინჟინრები სინამდვილეში? მოსწავლეებმა მოძებნეს განსაკუთრებულად საინტერესო პროფესიის წარმომადგენლები, რომელთაგანაც აიღეს ინტერვიუები და საინტერესო პორტრეტები შექმნეს.

ჩვენ ვულოცავთ ქალაქ ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე იოსელიანს კორკურსში „ძიება პროფესიულ სამყაროში“ გამარჯვებას და მას გერმანიაში საინტერესო დროის გატარებას ვუსურვებთ.
რამდენიმე საინტერესო ინტერვიუს იხილავთ აქ:
 

Wettbewerbsbeiträge "Erkundungen in der Berufswelt"