კონკურსები და ღონისძიებები

მოსწავლეების გააქტიურება მასწავლებლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - და ზოგჯერ ურთულესი - ამოცანაა. ამიტომაც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პერიოდულად გთავაზობთ კულტურულ ღონისძიებებსა და კონკურსებს,  რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გერმანულის შესწავლამ თქვენს მოსწავლეებს სიამოვნება და სიხარული მიანიჭოს. 
 

Seid vom 15.09.2024 bis 15.11.2025 dabei!
KIKUK - Künstliche Intelligenz kreativ und kritisch

Ihr seid Schüler*innen und interessiert euch für KI? Ihr möchtet kreativ sein und gleichzeitig kritisch über die Möglichkeiten und Grenzen von KI nachdenken? Dann ist unser Wettbewerb genau das Richtige für euch! Sucht euch ein Thema aus, das euch richtig packt, und kreiert dazu coole Kunstwerke mit KI. Ob Bild, Musik oder Video – eurer Fantasie sind keine Grenzen gesetzt!

გერმანული ენის მასწავლებლის დღე 2024

გერმანული ენის მასწავლებლის დღე საქართველოში 2024 თემების ფართო არჩევანს გვთავაზობს: დაწყებული აქტუალური თემებით, როგორიცაა მაგ.: ციფრული მედიების და ე.წ. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილზე, შემოქმედებითი მეცადინეობით გაგრძელებული და გერმანულის როგორც უცხო ენის გაკვეთილის „კლასიკური“ საფუძვლებით დამთავრებული.

ასე და ამგვარად, 17 ნოემბერს გელით გერმანული ენის მასწავლებლის დღეზე საქართველოში!

სამყარო. ადამიანი. ინტელექტი.

გოეთეს ინსტიტუტი, მაქს პლანკის საზოგადოება და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ გამოფენას „სამყარო. ადამიანი. ინტელექტი”, რომელიც ეძღვნება უახლეს სამეცნიერო მიღწევებს გერმანიაში. ინტერაქტიული გამოფენა გაიმართება 25 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე.

ლექსების კონკურსი: გოეთეს ინსტიტუტი 30 წლისაა!

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის 30 წლის იუბილეს ფარგლებში, გერმანული ენის მასწავლებლებს საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან ჩვენი ლექსების კონკურსში გიწვევთ!

Internationale Deutscholympiade 2024

Das Finale des größten Wettbewerbs der deutschen Sprache findet 2024 in Göttingen statt. Weltweit bereiten sich nun rund 50 Länder in nationalen Vorrunden darauf vor.
Dabei sein ist alles!

ჩემპიონატი 2022

შემდგომი ხუთი კვირის განმავლობაში, 24 ოქტომბრიდან 27 ნოემბრამდე, თქვენ შეგეძლებათ მოსწავლეებთან ერთად გამოიყენოთ აპლიკაცია „გერმანული - სუპერძალა“, სადაც სახალისო და საინტერესო მინი-დავალებებია წარმოდგენილი. თქვენს მოსწავლეებს შეეძლებათ ჯგუფებში ხუთ სუპერძალასთან დაკავშირებით, რომლებიცაა გემოვნება, აღმოჩენა, მუსიკა, ტექნიკა და კრეატიულობა, იმსჯელონ, ითამაშონ და ბევრი ახალი რამ ისწავლონ.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2022

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა 2022 კვლავ ტარდება! 25 ივლისიდან 5 აგვისტომდე ჰამბურგში ფინალური ეტაპი გაიმართება. 

Digitalkongress_20.20 Goethe-Institut Ukraine

განაცხადების მიღება 08.10.2020-მდე
ციფრული კონგრესი 20.20

2020 წელი განათლების სამყაროს ყირაზე აყენებს. მთელს მსოფლიოში პანდემიის გამო კვირების და თვეების მანძილზეც კი იხურება სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. ციფრულ კონგრესი 20.20 საშუალებას მოგვცემს, პასუხები გავცეთ თქვენს შეკითხვებს და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი იმ პრობლემების დასაძლევად, რაც ონლაინ სწავლებაში ცოდნის შეძენასა და სასწავლო პროცესს უკავშირდება.

Wissen und Lernen im digitalen Zeitalter Goethe-Institut Georgien

პროგრამა მასწავლებლების და დირექტორებისთვის
სწავლა-განათლება ციფრულ ეპოქაში

პანდემიის გამო სწავლისა და სწავლების  „ელვისებური გაციფრულების“ დაწყებიდან ნახევარ წელიწადში სამხრეთ კავკასიის სკოლის ხელმძღვანელებსა და პედაგოგებს ვიწვევთ შუალედური შეჯამების გასაკეთებლად და ინდივიდუალურად მორგებული ციფრული უნარების დასაუფლებლად. გაციფრულების თემაზე ჩვენი მრავალფეროვანი შემოთავაზებები იხილეთ აქ.