ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში
ვისწავლოთ გერმანული მუზეუმში
საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა ეროვნულ მუზეუმთან ერთად შეიმუშავა სამუშაო მასალები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, რომლის დახმარებითაც გერმანული ენის გაკვეთილის ჩატარების ადგილი მუზეუმში გადაინაცვლებს.
სკოლის შენობის გარეთ სასწავლო პროცესი საინტერესო გერმანული გაკვეთილის ჩასატარებლად დიდ შესაძლებლობებს გვიხსნის და როგორც მასწავლებლებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის გერმანულ ენის შესასწავლად სრულიად ახალ მიდგომებს გვთავაზობს.
გერმანულის გაკვეთილები მუზეუმში ბავშვებისთვის A1 დონე
ხელოვნების მუზეუმი (ცისფერი გალერეა) - თბილისი - რუსთაველის გამზ. 11
სასმელ-საჭმელი და დღესასწაულების აღნიშვნა
რუსთაველის 11-ში მდებარე ხელოვნების მუზეუმში (ცისფერი გალერეა) ფიროსმანის მუდმივ კოლექციაზე დაყრდნობით შემუშავებული მასალების სკივრში მოთავსებულია ლამინირებული სამუშაო ფურცლები, სხვადასხვა ხელშესახები და თვალსაჩინო მასალა. მაგალითად, მოსწავლეებს შეუძლიათ გაშალონ სუფრა, შეიგრძნონ სხვადასხვა სანელებლის სუნი, ხელით შეეხონ და გამოიცნონ ტომსიკაში განთავსებული ხილის სახეობები. საძიებო დავალებით მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, უფრო ახლოს გაეცნონ მუზეუმში წარმოდგენილ ნამუშევრებს, რაც მათ მუზეუმში ვიზიტს დაუვიწყარ შთაბეჭდილებად უქცევს.
გთხოვთ, ვიზიტამდე გაეცნოთ მასალებს გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. კლასთან ერთად ვიზიტი მოიცავს დაახლ. 2 საათს.
აქ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მასალები:
ჭამა-სმა და დღესასწაულების აღნიშვნა
გერმანული ენის შესწავლა მუზეუმში მოზარდებისთვის და ახალგაზრდებისთვის A2 დონე
საქართველოს ეროვნული მუზეუმი - თბილისი - რუსთაველის გამზ. 3
რეალობა და წარმოსახვა - სტატუსის განმსაზღვრელი სიმბოლოები წარსულში და დღეს
შეგიძლიათ იხილოთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში (არქეოლოგიური საცავი) და აღმოსავლურ კოლექციაში (აღმოსავლური კოლექციის ახალი სიცოცხლე) დაცულ მუდმივ ექსპონატებზე დაყრდნობით შემუშავებული მუზეუმში გერმანული გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო მიმზიდველი და ინოვაციური სამუშაო მასალა თქვენი კლასისთვის.
მუზეუმში ვიზიტისთვის შემუშავებული მასალის დახმარებით თქვენი მოსწავლეები შეისწავლიან არა მხოლოდ გერმანულ ენას, არამედ გაეცნობიან მუზეუმის ექსპონატებსაც. შემეცნებითი ხასიათის დავალებები მოსწავლეების აქტიურ ჩართულობას უწყობს ხელს და კონკრეტული მასალები მათ თავისუფლად საუბრის, დისკუსიის და შეფასების შესაძლებლობას აძლევს.
გთხოვთ მუზეუმში ვიზიტამდე გაეცნოთ მასალებს ვებ-გვერდზე ან გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში. კლასთან ერთად ვიზიტი მოიცავს დაახლ. 2 საათს.
აქ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მასალები:
რეალობა და წარმოსახვა - სტატუსის განმსაზღვრელი სიმბოლოები წარსულში და დღეს