Videoserie
რატომ გერმანული?

გერმანული ენის სწავლის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს და ბევრი ქართველი ამ ენას იმდენად კარდად ფლობს, რომ გოეთეს ინსტიტუტში დაიბადა იდეა, ცნობილი ქართველები გერმaნული ენის „ელჩებად“ აგვერჩია და მათთან ერთად განგვეხორციელებინა პროექტი „რატომ გერმანული“? ყველა მათგანი სიამოვნებით დაგვთანხმდა ინტერვიუზე და ჩვენ გადამღებ ჯგუფს ძვირფასი დრო დაუთმო. ამისთვის და, კიდევ უფრო მეტად, მათ მიერ ჩვენთვის გაზიარებული საინტერესო ისტორიებისათვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მათ.

პროექტის განხორციელების მანძილზე მრავალი დამაფიქრებელი და მხიარული ისტორია მოვისმინეთ. რესპოდენტები გერმანული ენის ცოდნას ადამიანის სიმდიდრედ აღიქვამენ და ამ განწყობას სიამოვნებით გვიზიარებენ.

პროექტის მოკლემეტრაჟიან ვიდეოებს YouTube-ზე თანმიმდევრობით წარმოგიდგენთ და ვიმედოვნებთ, რომ ბევრი ახალგაზრდა ნახავს მათ და გერმანული ენა ახალ მეგობრებს შეიძენს.

მიუხედავად იმისა, რომ გერმანულს დღემდე ბევრი სწავლობს, ეს ენა საქრთველოში პრიორიტეტული აღარაა. ამ ფილმებით გვსურს ვაჩვენოთ, რომ გერმანული ენის ცოდნა არა მხოლოდ პირადი არამედ პროფესიული წარმატების საწინდარი შეიძლება გახდეს.

ისიამოვნეთ!

ველით თქვენს გამოხმაურებებს!


მაია ფანჯიკიძე - საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი

სალომე კორკოტაშვილი - მომღერალი 
 

ლევან წულაძე - რეჟისორი, მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი 
 

რატი ამაღლობელი - პოეტი
 

ანა კორძაია-სამადაშვილი - მწერალი, მთარგმნელი
 

ზურაბ შევარდნაძე - ბოტანიკოსი
 

კოტე თოლორდავა - მსახიობი
 

გოეთეს ინსტიტუტში შეგიძლიათ მიიღოთ DVD, რომელშიც ყველა ინტერვიუ არის ასახული.

 

გამოგვყევით