გოეთეს ინსტიტუტის მიზნებია:
- შეასრულოს შუამავლის და თანამონაწილის როლი გერმანიას, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის როგორც კულტურის ასევე საგანმანათლებლო დარგებში;
- გააღვივოს და შიენარჩუნოს სიმპათია და ინტერესი გერმანიის მიმართ;
- გასცეს ინფორმაციები გერმანიის შესახებ ამიერკავკასიაში;
- ხელი შეუწყოს გერმანული ენის შესწავლას;
- ხელი შეუწყოს ევროპულ და ამიერკავკასიურ კულტურებს შორის დიალოგს.
კულტურული მუშაობის ძირითად ასპექტებს წარმოადგენს ამიერკავკასიელი და გერმანელი ხელოვანებისა და ინტელექტუალების შეხვედრები, თანამედროვე გერმანული კულტურის პრეზენტაცია და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობა.
გერმანული ენის შესწავლის ფარგლებში სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში გთავაზობთ სემინარებს და სხვადასხვა პროგრამას გერმანული ენის მასწავლებელთათვის. ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით ხელს ვუწყობთ გერმანული ენის შესწავლის ეროვნული და საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა ჩვენი საქმიანობის ძირითადი საკითხია. საქართველოში მცხოვრები გერმანელების ეროვნული უმცირესობის გერმანული ენის შესწავლაზე ზრუნავს გერმანიის საელჩო.
გოეთეს ინსტიტუტი გთავაზობთ გერმანული ენის შესწავლის დიფერენცირებულ პროგრამას. საწყისი კურსებიდან უმაღლეს საფეხურამდე მოსწავლეების სწავლება და მათი გოეთეს ინსტიტუტის ცენტრალური გამოცდებისათვის მომზადება თანამედროვე სასწავლო მეთოდებით ხდება.
საინფორმაციო ცენტრი გასცემს ინფორმაციას გერმანიის კულტურული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების აქტუალური ასპექტების შესახებ. ის პარტნიორუბს ინფორმაციისა და ლიტერატურის სფეროს თანამშრომლებთან და ამიერკავკასიაში პროფესიულ გაცვლით საქმიანობას უწყობს ხელს. საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ კონკრეტულ საინფორმაციო მომსახურებას. გერმანიით დაინტერესებულ ყველა პირს შეუძლია ისარგებლოს „ვილჰელმ ფონ ჰუმბოლტის გერმანული ბიბლიოთეკის“ წიგნებისა და საინფორმაციო საშუალებების მდიდარი მარაგით, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი წარმოგიდგენთ. ბაქოსა და ერევნის გერმანული სამკითხველო დარბაზები საშუალებას აძლევენ დაინტერესებულ პირებს აზერბაიჯანსა და სომხეთში თავისუფლად მიიღონ აქტუალური ინფორმაცია. მთარგნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა ზრუნავს გერმანელი ავტორების ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად თარგმნაზე.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი ერთ-ერთი უმთავრესი დაწესებულებაა გერმანიასა და ამიერკავკასიის ქვეყნებს შორის კულტურული გაცვლის სფეროში. გერმანიითა და გერმანული ენით ყველა დაინტერესებულ პირისათვის თბილისის გოეთეს ინსტიტუტი მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია.