გერმანული ენის სწავლება

გოეთეს ინსტიტუტი არის გერმანელი მასწავლებლების შემდგომი გადამზადების წამყვანი პროვაიდერი მსოფლიოში - საქართველოში, გერმანიაში ან დისტანციური სწავლების გზით. ჩვენ გთავაზობთ მიმდინარე მასალებს და ინტერაქტიულ შეთავაზებებს თქვენი გაკვეთილებისთვის. შეიტყვეთ გოეთეს ინსტიტუტის მასწავლებლებისთვის განკუთვნილი ღონისძიებების შესახებ.

გერმანული ენის სწავლება © Getty Images

Mein Weg nach Deutschland

ვებ-პორტალი

გეგმავთ გერმანიაში წასვლას? მაშინ გადადით ჩვენს გვერდზე. აქ იპოვით მნიშვნელოვან ინფორმაციას გერმანიაში ცხოვრებასა და მუშაობასთან დაკავშირებით - ტექსტებით, ვიდეო-რგოლებითა და გრაფიკებით.

ახალგაზრდა შავგვრემანი ქალბატონის სახე მზის შუქზე, ბრანდებურგის კარიბჭის წინ © Alina Holtmann / Maridav © Alina Holtmann / Maridav

საგაკვეთილო მასალები

Deutschstunde

Deutschstunde არის გერმანულის, როგორც უცხო ენის, სასწავლო მასალების, ტრენინგებისა და ენის ჟურნალის პორტალი. სხვა მასწავლებლებთან დაკავშირება ახლა მარტივი დაწკაპუნებით არის უკვე შესაძლებელი.

Deutschstunde – პორტალი DaF მასწავლებლებისთვის Marc Bibas © Goethe-Institut Marc Bibas © Goethe-Institut

გერმანული პროფესიისა და უმაღლესი განათლებისათვის

სასწავლო მასალები ეკონომიკის, ტურიზმის, ტექნიკის, სოციალურ და სამედიცინო სფეროებში.

Deutsch für Beruf und Studium © ©

ჩვენი შეთავაზება

კვალიფიკაციის ამაღლება

იქნება ეს მხარეთმცოდენობა, მეთოდიკა, დიდაქტიკა თუ ენის კომპეტენციების გაუმჯობესება - გოეთეს ინსტიტუტი გერმანული ენის მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების ფართო საშუალებებს სთავაზობს.

გამომგონებლების ქვეყანა - გერმანია

მანქანა, ტელევიზორი და კომპიუტერი - გერმანელმა გამომგონებლებმა მსოფლიო შეცვალეს. ფაუნჰოფერისა და მაქს პლანკის საზოგადოებებთან ერთად გოეთეს ინსტიტუტმა გერმანულ რევოლუციურ გამოგონებებს მიუძღვნა გამოფენა, რომელიც ნოემბერსა და დეკემბერში საქართველოს სტუმრობს.

ვიდეოსერიები სწავლა გერმანიაში

ახალ ვიდეოსერიებში „საუნივერსიტეტო განათლება გერმანიაში“  გაცვლითი პროგრამის სტუდენტი კატია თავის პირველ ნაბიჯებს დგამს გერმანიის უნივერსიტეტში. შეგიძლია კატიას მეგზურობა გაუწიო! სრული ვიდეოფორმატი და სავარჯიშოები იხილეთ ჩვენს ჯგუფში „გერმანული შენთვის“.

გამოგვყევით