გოეთეს ინსტიტუტის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციები და დახელოვნების ინსტიტუტები, რომლებთან ერთადაც გოეთეს ინსტიტუტი ცდილობს უფრო ეფექტური გახადოს გერმანული ენის სწავლება და გააღვივოს გერმანული ენისადმი ინტერესი.
პარტნიორი მხარეების მიზნებია:
- გაუმჯობესდეს გერმანული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი
- ჩატარდეს გერმანული ენის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი სემინარები
- გამოიცეს ერთობლივი საინფორმაციო ბროშურები და სასწავლო მასალები
- ჩატარდეს მოსწავლეთა ოლიმპიადები