2016 წლის 3 მაისს გოეთეს ინსტიტუტისა და ვენის აგრარული და გარემოსდაცვის პედაგოგიკის უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივ პროექტს "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის" გადაეცა ავსტრიის მეცნიერების, კვლევისა და ეკონომიკის ფედერალური სამინისტროს ჯილდო. პროექტი პირველი ადგილის პრიზიორი გახდა "საერთაშორისო ურთიერთანამშრომლობის" კატეგორიაში.
მოხარულები ვართ, რომ პროექტმა 79 კანდიდატს შორის გამარჯვება მოიპოვა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ პროექტში მონაწილე მასწავლებლებს მათი მონდომებისთვის, ასევე სკოლის დირექტორებს, რომლებმაც მზაობა გამოთქვეს, სკოლებში სხვადასხვა ღონისძიებების ჩასატარებლად, მათ შორის მოგვცეს ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობა. პროექტის ფარგლებში სკოლების მიერ ჩატარებული ღონისძიებები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე.
პროექტის "გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის" წარმატებაზე ის ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ 2016 წლის ნოემბრამდე ამიერკავკასიის სკოლებში 50 ახალი პროექტი განხორციელდა.
დაწვრილებითი ინფორმაცია განხორციელებული პროექტების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე ატვირთულ სახელმძღვანელოსა და პროექტების ჩამონათვალში.