EU4Culture

EU4Culture - Kulturförderung in den Ländern der Östlichen Partnerschaft EU4Culture

ევროკავშირის დაფინანსებული EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურულ და შემოქმედებით სექტორებზეა კონცენტრირებული. პროექტი რეგიონში მხარს უჭერს კულტურას, როგორც განვითარებისა და სოციალური წინსვლის მამოძრავებელი ძალას. EU4Culture-ის მათვარი ფოკუსი კი სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის რეგიონებში არსებულ ქალაქებზეა. 

პროექტი, რომლის ბიუჯეტი €7.85 მილიონს შეადგენს, 2021 წლის პირველ იანვარს დაიწყო და 2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება. 

ვიდეო ისტორიები

ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურისა და შემოქმედებით ინდუსტრიებთან თანამშრომლობს. უყურეთ ვიდეოებს და გაიგეთ მეტი პროექტის პარტნიორებსა და ბენეფიციარებს. ვიდეოებს თან ართავს ინგლისური სუბტიტრები.

ძირითადი აქტივობები და შედეგები

სიახლეები

ღია კონკურსი: კულტურული გაცვლის კომპონენტი და კომუნიკაცია

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა საქართველოს დროით 2024 წლის 8 აგვისტო 23:59 საათი.
 

ends on august 8 Goethe-Institut Georgien Goethe-Institut Georgien

ყველასთვის ხელმისაწვდომია: საგრანტო განაცხადების წერის ონლაინ კურსი

ონლაინ კურის გავლა უფასოდაა შესაძლებელი უკრაინულ ციფრულ პლატფორმაზე cases.media. 

ევროკავშირმა საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს კულტურის მხარდაჭერის მიზნით 60 000 ევრო გადასცა

ევროკავშირის პროექტმა EU4Culture, 30 000 ევროს ოდენობით გრანტები გადასცა ხუთ რეგიონულ მუნიციპალიტეტს.

პირველი "ტრენერების ტრენინგი" თბილისში

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული აქტივობების მონაცემებზე დაფუძნებულ შეფასებას უჭერს მხარს

პროექტების პირველი შეხვედრა

პროექტმა EU4culture კულტურისა და ინოვაციური პროექტების წარმომადგენლებთან შეხვედრა დააორგანიზა. 

განმახორციელებელი პარტნიორები

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება.

  • დანიის კულტურის ინსიტიტუტის ლოგო

გამოგვყევით