GIF Your Diversity - დაGIFე შენი მრავალფეროვნება
კონკურსი მოსწავლეებისთვის
კონკურსის აღწერა
ენების ევროპული დღის ფარგლებში ცხადდება კონკურსი - „GIF Your Diversity - დაGIFე შენი მრავალფეროვნება“.
- უნდა შექმნათ „GIF“-ი ენობრივ ან კულტურულ მრავალფეროვნებაზე
- „GIF“-ის შესაქმნელად გამოიყენეთ ნებისმიერი „GIF“- აპლიკაცია, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს თქვენს იდეას.
- „GIF“-ის ხანგრძლივობა უნდა იყოს მაქსიმუმ 10 წამი.
- „GIF“-ი უნდა იყოს უხმო. შესაძლებელია ტექსტის დართვა ქართულ ენაზე.
- „GIF“-ის შესაქმნელად უნდა გამოიყენოთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები და ვიდეოები. სხვისი ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენება აკრძალულია. დაასათაურეთ თქვენი გიფი შემდეგი ფორმით: © თქვენი სახელი, გვარი.
- გამოაგზავნეთ თქვენი „GIF“-ი ისეთი ფორმატით, რომ შესაძლებელი იყოს კომპიუტერის საშუალებით მისი Facebook-ზე ატვირთვა.
- გამოაგზავნეთ თქვენი „GIF“-ი 2020 წლის 20 სექტემბრამდე ელექტრონული ფოსტით მისამართზე:coordinator.edl.georgia@gmail.com. ელ.ფოსტის ტექსტში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და აპლიკაციის ბმული, რომელი GIF-აპლიკაციის დახმარებითაც შექმენით თქვენი გიფი.
- თითოეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი „GIF“-ის გამოგზავნა.
განრიგი
- 2020 წლის 21 სექტემბერს ყველა კონკურსანტის „GIF“-ი გამოქვეყნდება ენების ევროპული დღის ღონისძიების Facebook-გვერდზე.
- 5 დღის განმავლობაში, 25 სექტემბერის ღამის 12 საათამდე, Facebook-ის მომხმარებლებს ექნებათ "ხმის მიცემის" და მათი რჩეულის გამოვლენის შესაძლებლობა "მოწონების" ღილაკის საშუალებით.
- 3 გამარჯვებულს გამოავლენს EUNIC Georgia-ს კომისია.
- 26 სექტემბერს მოხდება გამარჯვებულების დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
სამიზნე ჯგუფი: სკოლის მოსწავლეები
მონაწილეთა ასაკი: 8-დან 18 წლამდე
კონკურსანტებმა უნდა დაიცვან კონკურსის აღწერილობასა და განრიგში მითითებული ყველა პუნქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი „GIF“-ი კონკურსში ვერ მოხვდება.
გამარჯვებულები
26 სექტემბერს, ენების ევროპულ დღეს, გამოცხადდება 4 გამარჯვებული. ერთი გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის (like/მომწონს) საშუალებით (მოწონებები დათვლება მხოლოდ ჩვენს Facebook-გვერდზე). დანარჩენ 3 გამარჯვებულს EUNIC Georgia-ს მუდმივი წევრებისაგან შემდგარი კომისია შეარჩევს. კომისია გამარჯვებულების შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს:
- რამდენად ეხმიანება „GIF“-ი კონკურსის თემას - კულტურული ან/და ენობრივი მრავალფეროვნება;
- რამდენად კრეატიულია „GIF“-ი;
- რამდენად აკმაყოფილებს სავალდებულო ტექნიკურ მოთხოვნებს.
პრიზები
- 1-ლი ადგილი - პლანშეტი
- მე-2 ადგილი - ტელესკოპი
- მე-3 ადგილი - აუდიოსისტემა
- გამარჯვებული „GIF“-ი მოწონებების მიხედვით - ყურსასმენები
EUNIC Georgia-ს გუნდი გისურვებთ წარმატებას!
Details