Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
განაცხადების მიღება Goethe-Institut Georgien

ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა საქართველოში EU4Culture ფესტივალის კულტურული გაცვლის კომპონენტისა და საკომუნიკაციო გეგმის განხორციელების შესახებ

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი იწვევს დაინტერესულ პირებს გამოხატონ ინტერესი პროექტის EU4Culture ფარგლებში საქართველოში დაგეგმილი ფესტივალის კულტურული გაცვლის კომპონენტის და საკომუნიკაციო მომსახურების თაობაზე.

ზოგადი ინფორმაცია

გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთელს მსოფლიოში მოქმედი კულტურის ინსტიტუტია, რომელიც ხელს უწყობს გერმანული ენის შესწავლასა და საერთაშორისო კულტურულ თანამშრომლობას.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის მთავარი მიზანია, შეირჩეს შემსრულებელი, რომელიც უზრუნველყოფს ფესტივალის კულტურული გაცვლის კომპონენტის და საკომუნიკაციო დაგეგმარებას და შესრულებას პროექტის EU4Culture გუნდთან ერთად.

ფესტივალის განხორციელება 2024 წლის 20-21 სექტემბერს იგეგმება ქალაქ გორში. ღონისძიების ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.

ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება EU4Culture პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებით განხორციელებული შემოქმედებითი და ინოვაციური პროექტების, მობილობის ბენეფიციარი ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების შემოქმედება.  

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება

განაცხადის შეტანა შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. მაგალითად:
  • ინდივიდუალურ მეწარმეს
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას
  • არასამეწარმეო იურიდიულ პირს
  • ან/და სხვა იურიდიულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ უფლებამოსილების კრიტერიუმებს

განაცხადის შემოტანის პროცესი

დაინტერესებულ უფლებამოსილ პირებს დანართ#1-ში გათვალისწინებული ყველა საჭირო მოთხოვნით შეუძლიათ წარმოადგინონ შეთავაზებები ინგლისურ ენაზე ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე EU4Culture@goethe.de.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ”Georgia EU4Culture Festival”.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ სამუშაო პირობების სრული აღწერა (Terms of Reference – ToR) სხვა თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა საქართველოს დროით 2024 წლის 8 აგვისტო 23:59 საათი.