- ზოგადი ინფორმაცია
EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტის, ჩეხეთის ცენტრებისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.
- ინფორმაცია კონკურსის შესახებ
პროექტის საბოლოო კონფერენციასთან ერთად, ფესტივალზე წარმოდგენილი და ხაზგასმული იქნება ის შედეგები, რომლებიც პროეტის ფარგლებში ღია კონკურსის ფორმატში დაფინანსდნენ, მათ შორის ქალაქები, რომლებთანაც პროექტი თანამშრომლობს კულტურის განვითარების მიმართულებით, არტისტები და კულტურის პროფესიონალები, რომლებმაც მიიღეს დაფინანსება, ასევე ის პროექტები, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ხორციელდება.
პროექტის დასკვნითი კონფერენციის პარალელურად, ფესტივალზე ყურადღება გამახვილდება EU4Culture პროექტის გავლენაზე და ნაჩვენები იქნება მის ფარგლებში შემუშავებული რეგიონული ქალაქების კულტურული განვითარების სტრატეგიების, კრეატიული და ინოვაციების პროექტების და დამოუკიდებელი არტისტებისა და კულტურის პროფესიონალების მიღწეული შედეგები.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ სამუშაო პირობების სრული აღწერა (Terms of Reference – ToR)
- ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება
- ინდივიდუალურ მეწარმეს
- შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას
- არასამეწარმეო იურიდიულ პირს
- ან/და სხვა იურიდიულ პირებს, რომელიც აკმაყოფილებენ უფლებამოსილების კრიტერიუმებს
- კონკურსთან დაკავშირებული კითხვები
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ Question – Call for Managing and Curating the EU4Culture Regional Festival.
კითხვები მიიღება 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით, საქართველოს დროით 23:59 საათამდე.
ყველა კითხვაზე პასუხი ხელმისაწვდომი იქნება გოეთე-ინსტიტუტის ვებ-გვერდზე არაუგვაინეს 2024 წლის 10 მაისისა (23:59).
- საინფორმაციო სესია
- განაცხადის შემოტანის პროცესი
გთხოვთ სათაურის ველში "Proposal – Call for Managing and Curating the EU4Culture Regional Festival.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა საქართველოს დროით 2024 წლის 24 მაისის 23:59 საათი.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ გაეცნოთ სამუშაო პირობების ზუსტ აღწერას - (Terms of Reference – ToR).