Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
A training session for trainers on cultural indicatorsGoethe Institut

ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული აქტივობების მონაცემებზე დაფუძნებულ შეფასებას უჭერს მხარს

თებერვალი 2024, თბილისი - ევროკავშირის დაფინასებულმა პროექტმა EU4Culture „ტრენერების ტრენინგი“ ჩაატარა. საგანმანათლებლო მოდული კულტურის ინდიკატორებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ხუთი ქვეყნის ადგილობრივი ტრენერისთვის განხორციელდა. საერთაშორისო ექსპერტების მიერ შემუშავებულ სესიებს ათი ადგილობრივი ტრენერი დაესწრო. ევროკავშირის მხარდაჭერილ "ტრენერების ტრენინგის"  მიზანს რეგიონული ქალაქების კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების მონაცემთა ანალიზის  და მათი კულტურის განვითარების სტრატეგიების შესაფასებელი ცოდნის გაუმჯობესების ხელშწყობა წარმოადგენდა.
„ტრენერების ტრენინგი“ განგრძობითია და საგანმანათლებლო აქტივობების სერიის პირველ ნაწილს წარმოადგენს. მისი მონაწილეები - ათი ადგილობრივი ექსპერტი სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, ოთხდღიან ტრენინგის მოდულს ჩაატარებენ EU4Culture-ის ქალაქების ქსელში ჩართული ქალაქებისთვის რეგიონებიდან. ადგილობრივი ექსპერტები მონაწილე მუნიციპალიტეტებს ასევე დაეხმარებიან კულტურის განვითარების სტრატეგიებთან დაკავშირებულ მონაცემთა შეგროვების, ანალიზის, შეფასების სისტემატური მიდგომისა და მეთოდოლოგიის დანერგვაში.
სამდღიანი საგანმანათლებლო ღონისძიება შემდეგი სახის თემებს მოიცავდა:

  • რაოდენობრივი და ხარისხობრივი კულტურის ინდიკატორები და მათი შეგროვების მეთოდები.
  • ინდიკატორების გამოყენება სტრატეგიების განხორციელებისა და კულტურული აქტივობების წარმატების შეფასებისთვის.
  • მონაცემთა ანალიზი, გამოსახვა და პრეზენტაცია
  • სისტემების განვითარება კულტურის ინდიკატორებისთვის
შედეგის შეფასების ახალი მეთოდები მონაწილე რეგიონული ქალაქებისთვის, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და კულტურის განვითარების სტრატეგიების გაუმჯობესებულ მდგრადობას უზღუნვეყოფს. ასევე, აღნიშნულ ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობაში შეაქვს წვლილი. 
„EU4Culture-ის მიერ შერჩეული ათი ადგილობრივი ექსპერტი ცოდნასა და უნარებს გაიღრმავებს კულტურის ინდიკატორების გამოყენებაში კულტურული აქტივობების შესაფასებლად, მონაცემთა შეგროვების სისტემის განსავითარებლად, მონიტორინგისთვის და კულტურის განვითარების სტრატეგიების განხორციელების გასაუმჯობესებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი რეგიონული ქალაქების შესაბამის წარმომადგენლებს გაუზიარებენ ამ ცოდნას, რაც კულტურის განვითარების სტრატეგიების შედეგიანი განხორციელებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა“, ამბობს ანატოლი ბეიფერტი, EU4Culture პროექტის გუნდის ლიდერი.
___

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.