Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)

EU4Dialogue - Broadcasting Culture - განაცხადების მიღება ვიდეოების შესაქმნელად

თემა: დამოუკიდებელი კულტურული სივრცეები

პროექტის EU4Dialogue ფარგლებში გოეთეს ინსტიტუტი იწვევს რეჟისორებს წარმოადგინონ კონცეფციები დამოუკიდებელი სახელოვნებო სივრცეების ან სოციალური თუ კულტურული ინიციატივების შესახებ ვიდეოების შესაქმნელად. ფოკუსი - თვით-ორგანიზება, დაფინანსების ალტერნატიული გზები, კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დინამიკა ხელოვნებასა და კულტურაში, ახალი კულტურული სივრცეების შექმნის გამოწვევები და შესაძლებლობები.

მაქსიმალური ქრონომეტრაჟი: 15 წუთი

მაქსიმალური ბიუჯეტი ვიდეოს შესაქმნელად 5000 ევრო. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება სამუშაოს მოცულობა, რეჟისორის/გუნდის პროფესიონალიზმი, ხარჯთაღრიცხვა.
ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა? რეჟისორებს და კინომწარმოებელ კომპანიებს სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვას რესპუბლიკიდან, კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით.
 
სააპლიკაციო პროცედურა: გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგი ინფორმაცია მეილზე: Philomena.grassl@goethe.de
CV
შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია (ლინკი ან ვიდეოფაილი)
მოკლე კონცეფცია (2-4 გვერდი), რომელიც მოიცავს თქვენი პროექტის აღწერილობას, თქვენს პერსონალურ მოტივაციას, ფილმის გადაღებისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვას (ბიუჯეტის დეტალური დასაბუთება), ფილმის სავარაუდო ქრონომეტრაჟს, ტექნიკური აღჭურვილობის აღწერილობას (კამერა, სამონტაჟო პროგრამა).
განაცხადების შემოტანის დედლაინი: 23 აპრილი, 2023 წელი.