Schnelleinstieg:

Direkt zum Inhalt springen (Alt 1) Direkt zur Hauptnavigation springen (Alt 2)
Professional Programme for Publishers Foto: Goethe-Institut

Professional Programme for Publishers

პროფესიული პროგრამა გამომცემლებისთვის
16-20 ოქტომბერი, 2023
EU4Dialogue/ Goethe-Institut Georgien / Frankfurter Buchmesse


ევროკავშირის პროექტის EU4Dialogue ფარგლებში, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობასთან თანამშრომლობით აცხადებს პროფესიულ პროგრამას გამომცემლებისთვის.
ინტენსიური პროფესიული პროგრამა განკუთვნილია გამომცემლებისთვის, რედაქტორებისთვის და ლიტერატურული აგენტებისთვის სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით. პროგრამა ჩატარდება ფრანკფურტში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, 16-20 ოქტომბერს, 2023.
მონაწილეობის მიღების წინაპირობაა მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება საგამომცემლო სფეროში და ინგლისური ენის ცოდნა.

პროექტი EU4Dialogue მიზნად ისახავს ურთიერთობების გამყარებას სამხრეთ კავკასიაში და მოლდოვის რესპუბლიკაში, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში, განათლების და კულტურის სფეროში დიალოგს და ურთიერთობების გაღრმავების მიზნით აქტივობების ხელშეწყობას. პროექტი დაიწყო 2021 წლის მაისში და დასრულდება 2025 წლის აპრილში.

რას გთავაზობთ?

  • ინფორმაციის გაცვლა პროგრამაში მონაწილე ქავეყნების/რეგიონების წარმომადგენლებს შორის ონლაინ და ფიზიკური სახით
  • პროფესიული დიალოგი მონაწილე მხარეებს შორის და უცხოელ წიგნის სფეროს წარმომადგენლებთან
  • კონტაქტების დამყარება
  • ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვიზიტი სხვადასხვა ეროვნულ სტენდებზე და საკურატორო სცენებზე

როგორი იქნება პროგრამა?
პროგრამის დაწყებამდე შედგება მოსამზადებელი ონლაინ შეხვედრები, რაც ისახავს მიზნად, მონაწილეების გაცნობას და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობისთვის რეკომენდაციებს. მონაწილეები წარადგენენ თავიანთი გამომცემლობების/ლიტერატურული სააგენტოების შესახებ პრეზენტაციებს. გერმანელი ექსპერტები წარადგენენ პრეზენტაციას გერმანული წიგნის ბაზრის შესახებ. მეორე ნაწილი გაიმართება ფიზიკური სახით უშუალოდ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები გერმანელ ექსპერტებთან სხვადასხვა თემაზე,  სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სტენდების, საკურატორო სცენების დათვალიერება, მონაწილეობის მიღება მრავალფეროვან პროფესიულ აქტივობებში და კონტაქტების დამყარება უცხოელ პარტნიორებთან.

ვის შეუძლია განაცხადის შემოტანა?
გამომცემლებს, რედაქტორებს და ლიტერატურულ აგენტებს სამხრეთ კავკასიიდან და მოლდოვის რესპუბლიკიდან, კონფლიქტური რეგიონების ჩათვლით. უპირატესობა მიენიჭებათ პატარა გამომცემლობებს.

ფინანსური მხარდაჭერა:
მგზავრობის, ქ. ფრანკფურტში სასტუმროში განთავსების და კვების ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება პროექტის EU4Dialogue მიერ.

სამუშაო ენა: ინგლისური

როგორ შევავსოთ განაცხადი? 
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, 2023 წლის 23 ივნისამდე, საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: maia.danelia@goethe.de
- სააპლიკაციო ფორმა
- CV
- საავტორო უფლებების უახლესი კატალოგი (არსებობის შემთხვევაში)

განაცხადების მიღება: 2023 წლის 23 ივნისამდე!
(გოეთეს ინსტიტუტი იღებს ვალდებულებას, დაიცვას მონაწილეების კონფიდენციალობა და არ გაასაჯაროვოს ინფორმაცია მათი თანხმობის გარეშე)

აპლიკაციების შერჩევის წესი
აპლიკაციებს განიხილავს გოეთეს ინსტიტუტის მიერ დაკომპლექტებული ჟიური. შედეგები გეცნობებათ მეილით 2023 წლის 30 ივნისს.
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: maia.danelia@goethe.de

ლოკაცია: გერმანია, ფრანკფურტის მაინი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა

პარტნიორი: ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა