საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოგიდგენთ გამოფენას “მომავლის განუსაზღვრელი ტრაექტორიები”.
უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში, ადრეული 90-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი უწყვეტად თანამშრომლობდა ადგილობრივ სახელოვნებო სექტორთან. გამოფენაში მონაწილე ხელოვანები დროული, სივრცითი და კონცეპტუალური ობიექტივების გამოყენებით გვიზიარებენ თავიანთ ხედვებსა და უტოპიურ იდეებს გოეთეს ინსტიტუტის საქმიანობასა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ამრიგად, ისინი ქმნიან მომავლის ტექნოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური განვითარების ატლასს.
მუდმივცვალებადი რეალობის პირობებში გოეთეს ინსტიტუტი შემოქმედებითი თავისუფლებისა და კულტურული ურთიერთგაცვლის ერთგული რჩება, ხელს უწყობს მრავალფეროვან სახელოვნებო ჯგუფებს შორის დიალოგის წარმოებას და კავშირების გამყარებას სამომავლო შემოქმედებითი გარემოს განსავითარებლად.
ამ გამოფენით გოეთეს ინსტიტუტი ხელოვანებს სთავაზობს ღია პლატფორმასა და ყველა საჭირო რესურსს შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
პროექტის მიზანია, შევქმნათ სივრცე საერთო კვლევისთვის, რათა მრავალფეროვანი პერსპექტივების გაერთიანებით წარმოვადგინოთ ჩვენი ინსტიტუციის სამომავლო ნარატივები.
გამოფენა მოიცავს ფართო თემატურ სპექტრს: ენას, ეკოლოგიას, ტექნოლოგიას, მიგრაციას, ადამიანობას, მეხსიერებას, არქიტექტურასა და კომუნიკაციის ფორმებს. იგი წარმოდგენილია 19 ქართველი ხელოვანის, 12 ჯგუფური და ინდივიდუალური პროექტის სახით. ნამუშევრების უმრავლესობა ამ გამოფენისთვის ღია კონკურსის პრინციპითაა შექმნილი და მედიისა და პერსპექტივების მრავალფეროვნებას ასახავს.
კურატორი: გიორგი სპანდერაშვილი
მონაწილე ხელოვანები:
ანა კეზელი / სანდრო სულაბერიძე
გიგი გულედანი
გვანცა ჯიშკარიანი
მარიამ ნატროშვილი / დეთუ ჯინჭარაძე
მანანიკო_კობახიძე_Ethernet
ნათია ბუნტური / Tam Oonz
სალომე ვეფხვაძე
თინათინ წურქავა / ილია მახარაძე
სანდრო ასათიანი / ნიკა ინასარიძე / ნინი საყვარელიძე / ნათია ტოგონიძე / ქეთი ნაჭყეპია
სანდრო ფაჩუაშვილი
მიშიკო სულაკაური
გამოფენის ხანგრძლივობა: 01.07. - 1.10.2024
ადგილი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, მ. ზანდუკელის ქ. 16, 0108 თბილისი