ევროკავშირის მხარდაჭერით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 20 კულტურული და ინოვაციური პროექტი ხორციელდება

collage of screenshots of an online meeting Goethe Institut

2024 წლის 30 იანვარს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ორგანიზებით, ონლაინ შეხვედრა გაიმართა, სადაც კულტურისა და ინოვაციების მიმართულებით მომუშავე 20 პროექტის წარმომადგენელი შეიკრიბა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. შეხვედრის მიზანს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ და 2024 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პროექტებს შორის საერთაშორისო დამაკავშირებელი პლატფორმის შექმნის უზრუნველყოფა წარმოადგენდა.
 

ევროკავშირმა ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების 20 ინოვაციური პროექტისთვის  ჯამში 275 000 ევრო გამოყო. მხარდაჭერილი ინიციატივები 2024 წელს განხორციელდება სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
შერჩეული 20 პროექტი, "EU4Culture-ის ქალაქების ქსელში” ჩართულ 13 ქალაქში განხორციელდება კულტურასა და შემოქმედებით სექტორში მომუშავე სხვადასხვა არაკომერციეული ორგანიზაციის მიერ. თითოეული ინოვაციური პროექტი, ევროკავშირის დაფინასებული პროექტის EU4Culture-ის ფარგლებში, 25 000 ევრომდე გრანტით დაფინანსდება.
შერჩეული ინიციატივები თანხვედრაშია მუნიციპალიტეტების მიერ EU4Culture პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული კულტურის განვითარების სტრატეგიებთან. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივები წარმოაჩენენ ევროკავშირის EU4Culture პროქტის მთავარ მიზანს - მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების დეცენტრალიზაციისა და რეგიონულ განვითარებას.
მონაწილეებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს და განიხილეს კულტურული  და ინოვაციური პროექტები. ვინაიდან შერჩეული 20 პროექტი ინკლუზიურობისა და გარემოს მდგრადობის კომპონენტებს შეიცავს, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მსგავსი თემები კულტურათაშორისი დიალოგის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა.
,,ევროკავშირი აცნობიერებს რა ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელობას ადგილობრივი თემების გაძლიერებასა და ქვეყნის ეკონომიკის ინკლუზიურ განვითარებაში, აქტიურად განაგრძობს კრეატიული ინდუსტრიებისთვის შესაძლებლობების შექმნას საქართველოში. ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი EU4Culture, საქართველოს სამ ქალაქს კულტურის განვითარების სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში უწყობს ხელს და ამავდროულად ქართველ ხელოვანებსა და კულტურის პროფესიონალებს, მობილობის პროგრამის საშუალებით, საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და საკუთარი ინიციატივების განხორციელებაში ეხმარება. კულტურული და ინოვაციური პროექტები რომლებიც საქართველოს დედაქალაქის მიღმა განხორციელდება, ქვეყნის შემოქმედებით სექტორს მრავალფეროვნებას შემატებს. ამასთანავე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 შემოქმედებითი ინიციატივა საქართველოს რეგიონებში კულტურისა და შემოქმედებითი
ინდუსტრიების განვითარებას შეუწყობს ხელს”, განაცხადა მარია სტოგოვამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელმა.
„კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა რეგიონებზე განსაკუთრებული აქცენტით აუცილებელია ხელოვანებისა და კულტურის პროფესიონალების გასაძლიერებლად, რათა მათ განავითარონ შესაძლებლობები თავიანთ მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში. EU4Culture-ის მიერ მხარდაჭერილი კულტურისა და ინოვაციური პროექტები შექმნის ასეთ შესაძლებლობებს და აჩვენებს ხელოვნებისა და კულტურის დადებით გავლენას სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებასა და მრავალმხრივ დიალოგზე", EU4Culture პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი ანატოლი ბაიფერტი.
20 ინიციატივიდან 4 პროექტი ქუთაისსა და ფოთში განხორციელდება. მათი საერთო ბიუჯეტი 59 363 ევროს შეადგენს. ევროკავშირის მხარადაჭერით საქართველოში მიმდინარე 4 პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის რეგიონებში კულტურისა და  შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებაში წვლილის შეტანას.  
___

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროექტია კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდასაჭერად, განსაკუთრებული აქცენტით აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეგიონულ ქალაქებზე. პროექტის ბიუჯეტი 7.85 მილიონი ევროა. პროექტს EU4Culture ახორციელებენ: გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.
 

საკონტაქტო პირი

მარიკა ჯაბუა, პროექტის EU4Culture კოორდინატორი საქართველოში -  Marika.Jabua@goethe.de